რეკლამა: [email protected]
 
რეკლამა
Авторизация
კალენდარი
«    ივლისი 2019    »
ორსმოთხთპრშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
FACEBOOK
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]
18 მარ 12:16Инопресса

მძღოლებისათვის მართვის მოწმობასთან დაკავშირებით უსიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა







მძღოლებისათვის მართვის მოწმობასთან დაკავშირებით უსიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა..

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ 2019 წლის 1 მარტიდან იურიდიულ ძალას კარგავს საქართველოში 2014 წლის 1 მარტამდე გაცემული, C, CE, D, DE, C1, C1E, D1 და D1E კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობები. აღნიშნული კატეგორიისა და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობის შეცვლა შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში.

ამასთან გაცნობებთ, რომ ცვლილება არ ვრცელდება ყველა სხვა: „A“, „B“, „BE“, „T“, „S“, „A1“ და „B1“ კატეგორიის და ქვეკატეგორიის ნაწილზე.

მართვის მოწმობებს, რომლებიც აღებულია 2014 წლამდე, მაგრამ განახლებულია 2014 წლის შემდეგ, იურიდიული ძალა უნარჩუნდება და მათი შეცვლა საჭირო არ არის.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ 1 მარტამდე ვერ შეცვალა მართვის მოწმობა, დოკუმენტი ავტომატურად ჩაითვლება ძალადაკარგულად. მძღოლი შესაბამისი კატეგორიის ავტომობილის მართვას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც მართვის მოწმობას შეცვლის.

აღსანიშნავია, რომ ის მოქალაქეები, რომლებიც 2019 წლის 1 მარტამდე ვერ შეცვლიან მართვის მოწმობას, მართვის უფლების აღდგენას შეძლებენ თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე.

საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში აღნიშნული ცვლილება ძალაში 2014 წლის 1 მარტიდან შევიდა, რის შემდეგაც C, CE, D, DE, C1, C1E, D1 და D1E მართვის მოწმობები 5 წლიანი ვადით გაიცემა.шаблоны для dle 11.2



რეკლამა