რეკლამა: [email protected]
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]
09 მარ 17:50Инопресса

რისგან მზადდება ჟელატინი, ჟელიბონი და ზეფირი? თქვენ აღარასოდეს გაეკარებით ამ პროდუქტებს!






ჟელატინი არის ძირითად კანის, მყესების, იოგების ან ძვლების - ანუ პროტეინების დუღილის შედეგად მიღებული პროდუქტი. ეს როგორც წესი არის ძროხის ან ღორის ძვლები. ჟელატინი გამოიყენება შამპუნებში, სახის ნიღბებში და სხვა კოსმეტიკურ საშუალებებში. რაღა თქმა უნდა ის გამოიყენება ჟელიბონების დასამზადებლად, ასევე პუდინგების, ზეფირის, ნამცხვრების, ნაყინის და იოგურტების დასამზადებლადაც კი. ვხვდებით ვიტამინებს კაფსულების სახითაც. შეიძლება ბევრს გაუკვირდეს კიდევაც, რომ ჟელატინი არ არის ვეგანური და შესაბამისად არც სამარხვო. თუმცა, ბაზარზე არსებობს პროდუქტი სახელად “აგარ-აგარი'', რომელიც ზღვის მცენარეებზე მზადდება და ნამდვილად ვეგანური პროდუქტია.

წარმოების პროცესი:
1) შემოწმება და დაჭრა
როდესაც შერჩეული ცხოველები მიყავთ გადამამუშავებელ ქარხანაში, ათვალიერებენ და ამოწმებენ მათ ხარისხს. დამპალი ნაწილები ნადგურდება. ამის შემდეგ, ძვლები, ქსოვილები და ტყავი საჭრელ მანქანებში ინაცვლებს, სადაც უწვრილეს ნაწილებად იჭრება. 

2) ცხიმის გამოცლა და გამოწვა

ცხოველთა ნაწილები ირეცხება მაღალი წნევის წყლის ნაკადით. ისინი ამ დროს ცხელი წყლით იჟღინთება, რათა შემცირდეს ცხიმის შემცველობა დაახლოებით 2%-მდე. შემდეგ დაზგა მოძრაობს და ცხიმგამოცლილი ძვლები და ტყავი სამრეწველო საშრობის მეშვეობით დაახლოებით 30 წუთი 100 ° C “იწვება''.
3) მჟავა და ტუტე დამუშავება


დაახლოებით ხუთი დღის განმავლობაში ცხოველთა ნაწილები კირითა და ტუტით მუშავდება, რაც ხელს უწყობს ბაქტერიების და მინერალების დაშლას და კოლაგენის გამოთავისუფლებას. 
4) დუღილი


ნაწილი კანისა და ძვლებისა საწურში გაივლის და მიღებული თხევადი მასა დუღდება და გადის სტერილიზაციას, დაახლოებით 140° C-ზე.


5) აორთქლება და დაფქვა

მიღებული მასა კიდევ ერთხელ გაივლის ფილტრაციას სხვადასხვა მოწყობილობის მეშვეობით და თხევადიდან მყარ, ფხვნილისმაგვარ კონსისტენციაში გადადის.


6) არომატიზირება და ფერის მიცემა

იმ შემთხვევაში, თუ ჟელატინი გამოყენებულ უნა იქნას კვების მრეწველობაში, მას ერევა დამატკბობლები, არომატიზატორები და იღებება, წინასწარ განსაზღვრული რაოდენობით. 


ალბათ ვერც კი წარმოიდგენდით, რომ თქვენი საყვარელი ტკბილეული, რომელსაც ყოველდღიურად მიირთმევთ, თვქენს შვილებს აჭმევთ და ა.შ ამგვარ გზას გადის თქვენამდე მოსასვლელად. და რეალურად, ფერადი, ტკბილი და გემრიელი ჟელიბონები მკვდარი ცხოველებისგან მზადდება.




..шаблоны для dle 11.2



რეკლამა