რეკლამა: vishekozirebi@gmail.com
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]

ვის დამსახურებად მიაჩნია სოლსკიაერს კარდიფთან მოპოვებული გამარჯვება



image

იცით როდის გაიტანა მანჩესტერ იუნაიტედმა ბოლოს 5 გოლი? სერ ალექს ფერგიუსონის უკანასკნელ ოფიციალურ მატჩში მწვრთნელის რანგში.
 
22 დეკემბერს, მანჩესტერმა კარდიფი სტუმრად 5:1 გაანადგურა. ვერაფერს ვიტყვით - ოლე გუნარ სოლსკიაერს, მთავარი მწვრთნელის პოსტზე შესანიშნავი დებიუტი გამოუვიდა.
 
„ფეხბურთის თამაში ადვილია, ოღონდ თუ კარგი შემსრულებლები გყავს. მანჩესტერში კი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან თავმოყრილნი. კარდიფთან მატჩამდე, გუნდთან საურთიერთოდ მხოლოდ ორი დღე მქონდა.
აშშ-დან უეინ რუნიმ მომწერა. ვფიქრობ, კარდიფთან გამარჯვებაშიც მისი წვლილი დიდია. რუნიმ მითხრა, რომ ბიჭებისთვის მკაცრად მომეთხოვა ფეხბურთი ეთამაშათ, მისგან სიამოვნება მიეღოთ და რაც მთავარია არ დაევიწყებინათ, რომ ისინი მანჩესტერ იუნაიტედს წარმოადგენენ“ - ციტირებს სოლსკიაერს  BBC.
 
შეგახსენებთ, ჟოზე მოურინიო მანჩესტერიდან ლივერპულთან 1:3 მარცხის შემდეგ დაითხოვეს, ხოლო ნორვეგიელი სპეციალისტი ოლდ ტრაფორდზე სეზონის ბოლომდე იმუშავებს. თუმცა, ვინ იცის...
шаблоны для dle 11.2



რეკლამა