რეკლამა: vishekozirebi@gmail.com
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]

როგორი ანაზღაურება ექნება 2019 წლიდან ლევან გორგაძეს ?





როგორი ანაზღაურება ექნება 2019 წლიდან ლევან გორგაძეს ?

იაპონიის სუმოს ასოციაციამ მიიღო გადაწყვეტილება და 2019 წლის 1 იანვრიდან პროფესიულ სუმოში ხელფასები გაზარდა. ასეთი რამ ბოლო 18 წლის განმავლობაში პირველად მოხდა.

სუმოში ხელფასს სპორტსმენები რანგის მიღებით იღებენ, ხელფასს. ამის გარდა არსებობს კერძო ფირმების დაწესებული პრიზები (კენშო), რომლებიც უშუალოდ ორთაბრძოლებზე წესდება.

ხელფასები მხოლოდ სეკიტორებს - ელიტის სუმოისტებს - გაუზარდეს.

პირველი იანვრიდან დიდი ჩემპიონი (იოკოძუნა) თვეში 3 მილიონ იენს მიიღებს. ჩემპიონი (ოძეკი) - 2.5 მილიონს. სეკივაკე და კომუსუბი თვეში 1.8 მილიონს. რიგითი მაეგაშირები 1.4 მილიონ იენს მიიღებენ, ხოლო ჯურიოს დივიზიონის სუმოისტები - 1.2 მილიონს.

შეგახსენებთ, რომ თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) ახლახან დაუბრუნდა ჯურიოს დივიზიონს და მისი ხელფასი ახალი წლიდან თვეში 1.2 მილიონი იენი იქნება (დაახლოებით 28 ათასი ლარი თვეში).

ტოჩინოშინი ოძეკის რანგში ჭიდაობს მისი ხელფასი 2.5 მილიონი იენი იქნება (დაახლოებით 58.5 ათასი ლარი თვეში).шаблоны для dle 11.2



რეკლამა