რეკლამა: [email protected]
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]

საქართველომ ყაზახეთს მოუგო - ჩაკვეტაძემ ერთა ლიგის პირველი გოლი გაიტანა (ვიდეო)





„ასტანა არენაზე“ ერთა ლიგის D დივიზიონის შეხვედრაში მთავარი მოვლენები მეორე ტაიმში დატრიალდა – 69-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ ანგარიში გახსნა და ერთა თასის ისტორიაში პირველი გოლის ავტორი გახდა.



75-ე წუთზე კონტრშეტევა ისევ ჩაკვეტაძემ წამოიწყო, კარში ვაკო ყაზაიშვილმა დაარტყა და სერგეი მალიიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ესეც ისტორიული გოლია – ერთა თასზე გატანილი პირველი ავტოგოლი.



საგულისხმოა, რომ შეხვედრის პირველ ტაიმში საქართველო აშკარა გაშვებულ გოლს გიორგი ნავალოვსკიმ გადაარჩინა. ლორიას შეცდომის შემდეგ ბურთი სტუმრების კარისკენ მიდიოდა, თუმცა ქართველმა მცველმა აკრობატულ ნახტომში მისი კარიდან გამოტანა მოახერხა.

საბოლოოდ, შეხვედრა დასრულდა, საქართველოს ნაკრებმა 2:0 მოიგო და ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ოფიციალურ შეხვედრაში 3 ქულა პირველად მოიპოვა.

ყაზახეთი – საქართველო 0:2

გოლები: 0:1 ჩაკვეტაძე (69), 0:2 მალიი (74. ავტოგოლი)

ყაზახეთი: ერიჩი – ბეისბეკოვი, პოტსნიკოვი, მალიი, შომკო – მუჟიკოვი, კუატი – ჟუკოვი, ისლამხანი, მურთაზაევი (88. საიდახმეტი) – შეტკინი

საქართველო: ლორია – კაკაბაძე, კაშია, კვერკველია, ნავალოვსკი – კანკავა, კვეკვესკირი – ჩაკვეტაძე (75. ოქრიაშვილი), ყაზაიშვილი (84. ხოჭოლავა), მერებაშვილი – ქვილითაია (65. გვილია)

გაფრთხილებები: ნავალოვსკი (6), კუატი (45+1)


წყარო: 1tv.ge
                                     

             шаблоны для dle 11.2



რეკლამა