რეკლამა: [email protected]
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]

ინიესტამ პელეს უპასუხა: მესი ისტორიაში საუკეთესოა





კატალონიის ბარსელონას ყოფილმა კაპიტანმა, ანდრეს ინიესტამ ბრაზილიელ ლეგენდას, პელეს უპასუხა.
რამდენიმე დღის წინ, პელემ აღნიშნა, რომ ლიონელ მესი მის და დიეგო მარადონას დონეზე ვერ თამაშობს. მისი თქმით, მესის მხოლოდ მარცხენა ფეხით თამაში შეუძლია.
ანდრეს ინიესტამ კი პელეს ნათქვამის პასუხად, ბარსელონაში გამართულ სარეკლამო ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ბარსელონას ამჟამინდელი კაპიტანი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა.
ანდრეს ინიესტა: "არ მინდა პასუხი გავცე იმას, რაც პელემ თქვა, მაგრამ მესი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა. მას ყველანაირი რეკორდი აქვს მოხსნილი. არ მინახავს ფეხბურთელი, რომელიც იმას გააკეთებს, რასაც მესი. ის ჩემს მოლოდინებს ყოველწლიურად აჭარბებს. ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე მეხუთე ადგილზე გასვლა შეურაცხყოფა არ არის, თუმცა ჩემთვის მესი საუკეთესოა. არასწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ ლუკა მოდრიჩის გამარჯვება უსამართლობა იყო, მას არაჩვეულებრივი სეზონი ჰქონდა".
შეგახსენებთ, რომ ანდრეს ინიესტამ ბარსელონაში გატარებული ჩვიდმეტი წლის შემდეგ კლუბი დატოვა და სათამაშოდ იაპონურ ვისელ კობიში გადავიდა.

წყარო: crocoшаблоны для dle 11.2



რეკლამა