რეკლამა: [email protected]
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]

10 საინტერესო ფაქტი რონალდუს შესახებ, რომელიც ბევრს არ გეცოდინებათ





10 საინტერესო ფაქტი რონალდუს შესახებ, რომელიც ბევრს არ გეცოდინებათ

ინგლისურმა "სანმა" კრიშტიანო რონალდოს შესახებ ათი ფაქტი ჩამოთვალა, რომელიც გულშემატკივართათვის ნაკლებადაა ცნობილი.

  10) დედამისს მასზე ფეხძიმობისას აბორტის გაკეთება სურდა, თუმცა ღმერთმა ამის უფლება არ მისცა და ამის გამო არ დაისაჯა. 

  "ხანდახან რონალდო იცინის და მეუბნება შენ ხომ ჩემი დაბადება არ გინდოდა... მე კი, მიუხედავად ამისა, შენთან ვარ და გეხმარები როგორც შემიძლია", ამბობს კრიშტიანოს დედა.
 
  9) კრიშტიანო რონალდოს გულზე პრობლემები ჰქონდა. 15 წლის ასაკში მან ოპერაცია გაიკეთა, რადგან ტაქიკარდია აწუხებდა, თუმცა ოპერაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. 
 
8) მისი სრული სახელია :

კრისტიანო რონალდო დო სატოს ავეირო, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის რონალდ რეიგანის საპატივცემულოდ დაარქვეს. კრიშტიანოს მამა რეიგანის დიდი თაყვანისმცემელი იყო.
 
  7) რონალდოს სხეულზე ტატუები არ აქვს, რადგან სისხლის რეგურალურად აბარებს. 2015 წელს მან კამპანიაც კი წამოიწყო და ხალხს მოუწოდებდა სისხლი ჩაებარებინათ.

 მისი თქმით, როდესაც სისხლს აბარებ, სამ ადამიანს მაინც ეხმარები, რომ სიცოცხლე შეუნარჩუნო
 
  6) კრიშტიანო ალკოჰოლურ სასმელებს არ სვამს. ერთი შეხედვით ეს გასაკვირი არაა, მაგრამ რონალდოს გარდა სპორტულისა, ამის პირადი მიზეზიც აქვს. 

 მამამისი ჟოზე ალკოჰოლიზმით გარდაიცვალა, როდესაც რონალდო 20 წლის იყო.

 "მამა მთვრალი ძალიან სასაცილო იყო, მაგრამ მისი ნამდვილი პიროვნების გაცნობა ვერ მოვახერხე. არვიცი, რატომ სვამდა მამაჩემი, ალბათ, ცხოვრებისეული პრობლემების გამო. მერჩია ახლა ის ჩემ გვერდით ყოფილიყო და ჩემი წარმატებები ენახა", - იხსენებს რონალდო. 
 
       5) რონალდომ თამაში საფეხბურთო კლუბ ანდორინაში დაიწყო, სადაც მამამისი გასახდელებს ალაგებდა.

 თანაკლუბელები მას ამის გამო დასცინოდნენ, მაგრამ რონალდოზე ამან საპირისპიროდ იმოქმედა და მან უფრო ძლიერად დაიწყო ვარჯიში.
 
  4) მას სკოლაში "მტირალა ბავშვს" ეძახდნენ, რადგან ხშირად ტიროდა, როდესაც თანაგუნდელს პასს აძლევდა, ის კი გოლს ვერ იტანდა.

  დედამისი იხსენებს რომ მას "პატარა ფუტკარსაც" ეძახდნენ, რადგან იმდენად სწრაფი იყო რომ ვერავინ ეწეოდა.

 3) 14 წლის ასაკში რონალდო სკოლიდან გააგდეს, რადგან მან მასწავლებელს სკამი ესროლა. მასწავლებელი მას იმის გამო დასცინოდა, რომ ღარიბი ოჯახიდან იყო.

 დედამისმა გადაწყვიტა იგი სკოლაში აღარ დაებუნებინა და მის შვილს მხოლოდ ფეხბურთზე მოეხდინა კონცენტრიება.
 
 2) 2010 წელს "ლივერპულის" ყოფილმა მწვრთნელმა ჟერარ ულიემ აღიარა, რომ კრიშტიანო რონალდოს გადაბირებაზე უარი თქვა.

 შედეგად, პორტუგალიელი "მანჩესტერში" გადავიდა და დიდებული კარიერა აიწყო. 
 
 1) რონალდო უფრო კეთილია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. რამდენიმე წლის წინ მას იაპონელმა ბიჭმა ვიდეო შეკითხვა გაუგზავნა.

 მან სცადა პორტუგალიურად ესაუბრა, თუმცა ეს საშინელი აქცენტით გააკეთა. ამის გამო მედიაში მას დაცინეს. 

 იაპონიაში ვიზიტისას რონალდო ამ ბიჭს ესტუმრა და მის სახეზე ღიმილი დააბრუნა.

 კრიშტიანო საქველმოქმედო საქმიანობითაც გამოირჩევა. სულ ბოლოს ჩემპიონთა ლიგის მოგების გამო მიღეული 506 000 ფუნტი გაეროში გადარიცხა.

  მანამდე 5 მილიონით დაეხმარა ნეპლაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს.

 მან ინდონეზიაში ცუნამს გადარჩენილი მარტუნისის განათლების თანხა დაფარა, რომელიც ახლა "სპორტინგში" თამაშობს. 

 რონალდომ ასევე დაფარა ერთ-ერთი ბიჭუნას ტვინის ოპერაციის თანხა.

 და ბოლოს, რონალდოს თავისი კარიერის განმალობაში 1-90 წუთამდე, მატჩის ყველა წუთზე აქვს გატანილი.шаблоны для dle 11.2



რეკლამა