რეკლამა: vishekozirebi@gmail.com
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]

მაკგრეგორის სუსტ მხარეებზე საკუთარმა ყოფილმა მწვრთნელმა ისაუბრა





კონორ მაკგრეგორის კარიერა პირდაპირ კავშირშია SBG დარბაზის მთავარ მწვრთნელთან, ჯონ კავანასთან.

ჯონი ირლანდიელს 2008 წლიდან, მისი პირველი ბრძოლიდან ხელმძღვანელობს. მან გაიხსენა მაკგრეგორის კარიერაში მისი პირველი დამარცხება, რომელიც ლიტველ არტემ სიტენკოვთან განიცადა.

"ქალაქში პატარა შეჯიბრებებს ვატარებდი და ბიჭებს გასაყიდად ბილეთებს ვაძლევდი. კონორს უამრავი ბილეთი ჰქონდა და ტურნირზე ყველა მისი მეგობარი მოვიდა. ის ამომავალი ვარსკვლავი იყო, მაგრამ ლიტველმა ბიჭმა ის გაანადგურა. უკვე ვთქვი, რომ სპორტსმენებს ბრძოლის დროს ტკივილის განცდა არ აშინებთ, მაგრამ მათ სძულთ სირცხვილის გრძნობა, კონორისთვის კი ეს სირცხვილი იყო. ისდიდხანს აღარ მინახავს და კონორის დარბაზში დაბრუნებით დაინტერესებული არ ვიყავი. ბევრი მებრძოლი იყო, რომლებიც ნელ-ნელა კრეფდნენ ძალებს. 

მე კი დროს მათ დევნაში არ ვხარჯავ, ვინც დარბაზში არ არის; თუ შენ დარბაზში არ ხარ, მე შენზე არ ვფიქრობ. თუ დარბაზში ხარ, მე შენ მთელ ჩემს ძალისხმევას მოგცემ. ამიტომ მისთვის არ დამირეკავს. დედამისი ნერვიულობდა. ეს, ალბათ, პირველი შემთხვევა იყო, როცა ერთ-ერთი მშობელი დამიკავშირდა. მაშინ ვიფიქრე: "იქნებ აქ უფრო დიდ როლს ვთამაშობ, ვიდრე უბრალოდ ხელებით და ფეხებით დარტყმაა. იქნებ ცოტა უფრო მეტს ვაკეთებ მათთვის, ვიდრე მეგონა". - განაცხადა მაკგრეგორის ყოფილმა მწბრთნელმა. 
шаблоны для dle 11.2



რეკლამა