რეკლამა: [email protected]
 
რეკლამა
Авторизация
კალენდარი
«    ივლისი 2019    »
ორსმოთხთპრშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
FACEBOOK
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]

რამდენი მილიონი გამოიმუშავა ზაზა ფაჩულიამ 15 წლის მანძილზე ამერიკაში ?





რამდენი მილიონი გამოიმუშავა ზაზა ფაჩულიამ 15 წლის მანძილზე ამერიკაში ?..

ამერიკული საკალათბურთო-ანალიტიკური ვებგვერდი Hoopshype.com-ი NBA-ში მოთამაშე კალათბურთელების ხელფასებს აქვეყნებს. 

საიტის ცნობით, "დეტროიტის" ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია 2018-19 წლების სეზონში 2 393 887 დოლარს გამოიმუშავებს. მას ამაზე დაბალი ხელფასი ბოლოს 14 წლის წინ, ამერიკაში გატარებულ მეორე სეზონში ჰქონდა, როცა "მილუოკის" რიგებში მხოლოდ 620 046 დოლარი მიიღო. 

ეს გასაკვირი არაა, რადგან ვეტერანი კალათბურთელი "პისტონსის" რიგებში ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ არ ითვლება და ის პარკეტზე მცირე დროს ატარებს. შესაბამისად, მისი ხელფასიც იმაზე დაბალია, ვიდრე "გოლდენ სტეიტსა" თუ "დალასში" თამაშისას იყო. 

ყველაზე მაღალ ანაზღაურებას ქართველიცენტრი 2012-13 წლების სეზონში "ატლანტაში" იღებდა. მაშინ მისმა წლიურმა ხელფასმა 5 248 750 დოლარი შეადგინა. 

საიტის ცნობით, დღესდღეობით ზაზა ფაჩულია NBA-ში მოთამაშე კალათბურთელთა შორის ხელფასის ოდენობის მიხედვით 302-ეა, ცენტრებს შორის კი - 52-ე. "დეტროიტში" მასზე მეტი ანაზღაურება კი 11 მოთამაშეს აქვს.

საიტის ცნობით, ზაზა ფაჩულიამ 2003-04 წლების სეზონიდან დღემდე 57 962 577 დოლარი გამოიმუშავა.шаблоны для dle 11.2



რეკლამა