რეკლამა: [email protected]
 
რეკლამა
Авторизация
კალენდარი
«    აგვისტო 2019    »
ორსმოთხთპრშბკვ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
FACEBOOK
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]

ყველაზე სამწუხარო ინფორმაცია საქართველოს ნაკრებისთვის თამაშის წინ !





ყველაზე სამწუხარო ინფორმაცია საქართველოს ნაკრებისთვის თამაშის წინ !

საქართველოს ნაკრები 18:00 საათზე ერთა ლიგის პირველ შეხვედრაში ყაზახეთს დაუპირისპირდება.

ყაზახური პრესა კი საქართველოს ნაკრების იმ პრობლემებზე ალაპარაკდა, რომლის გამოყენებასაც დღეს ისინი შეეცდებიან.

"საქართველოს მთავარმა მწვრთნელმა ბევრისთვის საკამათო გადაწყვეტილებები მიიღო და როგორც პრესკონფერენციიდან შევიტყვეთ, ის კარში ბოლო დროს სათამაშო პრაქტიკის არმქონე მეკარეს, გიორგი ლორიას დააყენებს. გარდა ამისა, დაცვის ხაზი ამ გუნდში ყველაზე ძლიერ რგოლად ითვლება, თუმცა ყველაზე მეტად, ხიფათის შექმნა მარცხენა ფლანგიდან შეგვიძლია, სადაც გიორგი ნავალოვსკი თამაშობს. ყველაზე მეტ ცვლილებას თავდასხმაში უნდა ველოდოთ, სადაც 3 მოთამაშეა, რომლებთაც სტაბილური პრაქტიკა ჯერ არ აქვთ. 3-ვე მათგანი (ქვილითაია, კაჭარავა, მჭედლიძე) ტრავმირებულები იყვნენ და რეაბილიტაციის პროცესი ცოტა ხნის წინ დაასრულეს. სასტარტო შემადგენლობაში ქვილითაია დადგება, რომელიც დაბრუნების კარგ ფორმაში შევიდა და გოლების გატანაც მოახერხა", - წერს sport.kz

"ვაისი კვლავაც არ ენდობა ეროვნული ლიგის ფეხბურთელებს და ნაკრებში მოხვედრის შესაძლო კანდიდატებს, გიორგი ქიმაძეს, გიორგი გაბედავას და სხვებს, შანსი ჯერ არ მიუღიათ".

მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" შემოგვთავაზებს.

шаблоны для dle 11.2



რეკლამა