რეკლამა: [email protected]
 
რეკლამა
Авторизация
კალენდარი
«    აგვისტო 2019    »
ორსმოთხთპრშბკვ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
FACEBOOK
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]

რა ჩაიდინეს არსენალის ფეხბურთელებმა სიტისთან თამაშის წინ და როგორ დასჯის კლუბი მათ





ბრიტანულმა გამოცემა The Sun-მა აჩვენა, თუ როგორ ემზადებოდნენ ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელები სეზონისთვის.

"მანჩესტერ სიტისთან" მატჩამდე გუნდის რამდენიმე ფეხბურთელმა ლონდონში დიდი წვეულება მოაწყო.

წყარო ამტკიცებს, რომ წვეულებაზე 12 ფეხბურთელი 70 ქალთან ერთად იმყოფებოდა, ხოლო მაგიდაზე 30 ათასი ფუნტის ალკოჰოლური სასმელები იყო: არაყი, შამპანური და ვისკი.

გარდა ამისა, გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, როგორ ისუნთქავენ ოქსიდის აზოტს ბუშტებიდან ალექსანდრ ლაკაზეტი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, მესუთ იოზილი, სეად კოლაშინაცი და მატეო გენდუზი.

აღნიშნული გაზი მსუბუქი ნარკოტიკული აქტიურობით გამოირჩევა. მცირე დოზების მიღება თრობის მდგომარეობას და ძილიანობას იწვევს. დიდიდოზებით მიღებამ კი შესაძლოა კოორდინაციის პრობლემები, ინფარქტი და სიკვდილიც კი გამოიწვიოს. 

ლონდონის "არსენალის" პრესსამსახურმა უკვე გაავრცელა სპეციალური განცხადება, The Sun-ის მიერ გამოქვეყნებულ კადრებთან დაკავშირებით.

"კლუბი ფეხბურთელებთან ერთად აღნიშნულ ინციდენტზე ისაუბრებს და შეახსენებს მათი პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების შესახებ "არსენალის" წინაშე", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ "არსენალმა" პრემიერლიგა 2 მარცხით დაიწყო. "მეთოფეები" ჯერ "სიტისთან" (0:2), შემდეგ კი "ჩელსისთან" (2:3) დამარცხდნენ. ამის შემდეგ უნაი ემერის გუნდმა 20-მატჩიანი წაუგებელი სერია მოაწყო და 15 ტურის შემდეგ მე-5 ადგილზეა. 8 დეკემბერს ის "ჰადერსფილდს" უმასპინძლებს.

шаблоны для dle 11.2



რეკლამა