რეკლამა: vishekozirebi@gmail.com
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]

აპირებს თუ არა ფლოიდ მეივეზერი სპორტის სხვა სახეობაში გადასვლას





12-გზის მსოფლიოს ჩემპიონმა კრივში ფლოიდ მეივეზერმა განაცხადა, რომ მზადაა, ხაბიბ ნურმაგომედოვთან კრივის წესებით იჩხუბოს.

თავად ხაბიბს მეივეზერთან ММА-ს წესებით ჩხუბი სურდა.

"მე სპორტის საბრძოლო სახეობების სახე ვარ. კრივი იქნება ეს თუ MMA, ამ ყველაფრის სახე ვარ. არც მანაღვლებენ ეს ბიჭები. მაკგრეგორმა უკვე იცის, რა ხდება მსგავს სიტუაციებში. ხაბიბი არ მოკეტავს და მასზეც ვიზრუნებ, თუ რა თქმა უნდა, ამას მოისურვებს.

ყველაფერი ყოველთვის ჩემებურად ხდება. მე ყოველთვის მთავარი მხარე ვარ და MMA-ს წესებით არ ვიჩხუბებ. ყველაფერი ჩემი წესებით ხდება. ბევრს ვმუშაობდი, რომ
ასეთი მდგომარეობა დამეკავებინა. ის შეიძლება კიკბოქსიორი იყოს, მაგრამ ჩემს წესებს არ დაარღვევს. ხოლო თუ ფეხს აწევს, ის გადამიხდის. ეს კონტრაქტში იქნება.

დეგენერატი არ ვარ და სპორტის სხვა სახეობაში არ შევძვრები. მაშინ ამ სახეობით თავიდანვე დავკავდებოდი, მაგრამ მე მოკრივე ვარ", - ციტირებს მეივეზერს MMA Junkie.

шаблоны для dle 11.2



რეკლამა