რეკლამა: [email protected]
 
რეკლამა
Авторизация
კალენდარი
«    აგვისტო 2019    »
ორსმოთხთპრშბკვ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
FACEBOOK
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]

რატომ არის ნაწყენი ლუკა მოდრიჩი არსენ ვენგერზე





მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა აღიარა, რომ შესაძლოა ლონდონის "არსენალში" ეთამაშა.

"არსენ ვენგერმა უარი მითხრა ჯერ კიდევ მაშინ, როცა "არსენალის" მწვრთნელი იყო. ეს გამოწვევად მივიღე, რომელიც უნდა გადამელახა. მისი აზრი იმ მომენტში ჩემ შესახებ ასეთი იყო", - თქვა მოდრიჩმა France Football-თან ინტერვიუში.

მოდრიჩს არ დაუკონკრეტებია, როდის სურდა "არსენალს" მისი გადაბირება. 2016 წელს ამის შესახებ თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში ჰარი რედნაპი წერდა.

"ვენგერი თვლიდა, რომ მოდრიჩი ძალიან მსუბუქი იყო იმისთვის, რომ პრემიერლიგაში ეთამაშა. ჩემი სამწვრთნელო შტაბიდან რამდენიმე მწვრთნელი იმავე აზრზე იყო დაფიქრობდნენ, რომ ის ნახევარდაცვის ცენტრისთვის ფიზიკურად მზად არ იყო", - წერს რედნაპი.

მოდრიჩი ლონდონის "ტოტენჰემში" ზაგრების "დინამოდან" 2008 წელს, 23 წლის ასაკში გადავიდა. 2018 წელს კი ლუკა მოდრიჩი "ოქროს ბურთის" მფლობელი გახდა. მან "რეალთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ხორვატიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალში გავიდა.

шаблоны для dle 11.2



რეკლამა