რამდენს იხდის რომა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ჩაკვეტაძეში

image
იტალიური ვებგვერდი laroma24.it "რომას" მხრიდან გიორგი ჩაკვეტაძის დაინტერესების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

საიტის ცნობით, "რომას" სპორტული დირექტორი მონჩი ბელგიაში იმყოფება, სადაც მატჩებს ესწრება და სხვადასხვა აგენტს თუ სპორტულ დირექტორს ხვდება.

ესპანელი სელექციონერი კლუბისთვის ცენტრალურ ნახევარმცველს ეძებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მონჩის დაკვირვების ობიექტები "სტანდარტის" 22 წლის რუმინელი ნახევარმცველი რაზვან მარინი და 1992 წელს დაბადებული ბოსნიელი გოიკო ჩიმიროტი არიან, თუმცა ამ უკანასკნელის აგენტმა მიროსლავ სტივიჩმა ეს ინფორმაცია უარყო.

მონჩის სიაში არის ასევე "გენკის" 20 წლის ნორვეგიელი სანდერომ ბერგე და "გენტის" 19 წლის ქართველი ტალანტიგიორგი ჩაკვეტაძე.

მონჩის სია დიდია და საიტის ცნობით, მასში კიდევ სხვა ფეხბურთელებიც არიან.

tuttomercatoweb.com-ი კი აქვეყნებს ინფორმაციას, სათაურად "რომას" ახალი იდეა გიორგი ჩაკვეტაძის შეძენაა. გამოცემა ირწმუნება, რომ კლუბი დეტალურად დააკვირდება გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელმაც ერთა ლიგაზე პირველი, ისტორიული გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძის კონტრაქტი "გენტთან" 2020 წლის ზაფხულამდე მოქმედებს.

აქვე გეტყვით, რომ ჩაკვეტაძის გადაბირებით ასევე დაინტერესებულია მეორე რომაული კლუბი "ლაციოც". გარდა ამისა, როგორც უკვე იცით, ჩაკვეტაძე "ბარსელონას" ინტერესის სფეროშიც არის.

шаблоны для dle 11.2

6-12-2018, 22:59 352
კომენტარები
შემოგვიერთდით