რეკლამა: [email protected]
 
რეკლამა
Авторизация
კალენდარი
«    ივნისი 2019    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
FACEBOOK
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]

მატჩის შემდეგ ილიას ზუროსის კომენტარმა ქართველი გულშემატკივარი აღაფრთოვანა





საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ისრაელი ოვერტაიმში დაამარცხა (71:69) , შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ისაუბრა.

"ეს იყო ძალიან რთული თამაში, ჩვენ ორ დღეში მოვახერხეთ მომზადება და მივაღწიეთ გამარჯვებას. ასეთ მცირე პერიოდში იდეალურია ითამაშო კარგი დაცვა და გადაფარო ის ხარვეზები რაც სხვა კომპონენტებში გვქონდა, ჩვენც ამ სისტემას ვმუშაობდით.

ჩვენმა გუნდმა 200% დადო თავისი შესაძლებლობებისა და დაამარცხა ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი, კიდევ ერთხელ გილოცავთ. ჩვენ გვყავს რამდენიმე მოთამაშე ისეთი, რომელსაც პრაქტიკა აკლდა და ამის გამო გაგვიჭირდა ამ შეხვედრაში რიტმში ჩაჯდომა.

რა თქმა უნდა არის სხვა ახალგაზრდა მოთამაშეებიც რომელსაც ვაკვირდებით და მიეცემათ აუცილებლად შანსი. რატი ანდრონიკაშვილს ბოლომდე ვერ დავეყრდენით, რადგან მას სათამაშო გამოცდილება არ ჰქონდა და გადამწყვეტ მომენტში გამოცდილების მქონე მოთამაშეებს დავეყრდენი.

მოთამაშეებს არ გამოვარჩევ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო გიორგი შერმადინისა და გოგა ბითაძის ერთად თამაში. სასიხარულოა, რომ ბექა ბურჯანაძე დაბრუნდა ნაკრებში და ჩაჯდა სისტემაში. მინდა გამოვყო ახალგაზრდა ანდრონიკაშვილიც, რომელიც გამოვიდა მოედანზე და ითამაშა მშვენივრად. ჩვენ ნელ-ნელა უნდა დავიწყოთ ახალგაზრდებით თამაში და შევაჩვიოთ ნაკრებს.

კარგად ითამაშა ბურჯანაძემ, თუმცა ის ტაქტიკა რომელიც ავირჩიეთ ორი მაღლით გვეთამაშა და გაგვეკონტროლებინა კალათა, ამის გამო ბექას დიდი დრო არ მიეცა.

ქართველებს აქვთ დიდი გული და შეუძლიათ დიდი მხარდაჭერა. დარბაზში ეს ემოცია, ხალხის გულშემატკივრობა, მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იყო. მე საქართველოში იმიტომ ჩამოვედი, რომ საქართველოში არის ამაყი ხალხი და მებრძოლი ხალხი. თორნიკე შენგელიამ დაგვირიგა ყველას სამაჯური სახელწოდებით „ქართული სული“, რამაც ერთ გუნდად შეგკვრა და მე ვგრძნობ ქართულ სულს.!

დიდი მადლობა ყველას, ჩვენ ვართ ერთი გუნდი და თქვენი მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ერთი გუნდი ვართ! "

шаблоны для dle 11.2



რეკლამა