რეკლამა: [email protected]
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]

საქართველოს ნაკრებმა ასტანაში ბოლო ვარჯიში გამართა





საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ბოლო ვარჯიში გამართა ასტანაში. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი ხვალ ყაზახეთის ნაკრებს, UEFA-ს ერთა თასის გათამაშების პირველ ტურში, შეხვდება. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

„მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იგივე მიზანი დაისახეს ყაზახეთმა და ლატვიამაც. წინ მძიმე ბრძოლები გველის. პირველი ტურისთვის მოსამზადებლად ჩვენ მხოლოდ ორი ვარჯიში გვაქვს. ყაზახეთის ნაკრები კი უკვე ერთი კვირაა, საწვრთნელ შეკრებას გადის. მათი ფეხბურთელების უმრავლესობა შიდა ჩემპიონატში თამაშობს და ერთა ლიგის წინ ჩემპიონატის ტურიც კი გადადეს. ტაქტიკურად გამართული ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და ფიზიკურ ორთაბრძოლებში არ უნდა დავიჩაგროთ. ტექნიკის მხრივ კი, რა თქმა უნდა, ჩვენ მხარესაა უპირატესობა“, - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.


საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ყაზახეთთან და ლატვიასთან მატჩებში.


მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი არაბიძე (ნასიონალი, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი),

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი).

ცნობილია კიდევ ხუთი ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც მთავარი მწვრთნელი ამ დროისთვის ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს.

ლევან გეგეჭკორი (ტორპედო, ქუთაისი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ბუდუ ზივზივაძე (დინამო, თბილისი).


ყაზახეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 6 სექტემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

წყარო: Imedinews.ge
ფოტო: ფეხბურთის ფედერაციაшаблоны для dle 11.2



რეკლამა