რეკლამა: vishekozirebi@gmail.com
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]

რამდენი პოზიციით დაწინაურდა საქართველოს ნაკრები FIFA-ს განახლებულ რეიტინგში?





დღეს, 29 ნოემბერს ფიფას ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სამი პოზიციით წაიწია წინ და ახლა 1269 ქულით მსოფლიოში 89-ეა.

ნოემბერში ვლადიმირ ვაისის შეგირდებმა ორი მატჩი გამართეს: ანდორასთან ფრედ (1:1) ითამაშეს, შემდეგ კი თბილისში ყაზახეთი (2:1) დაამარცხეს.

ამაზე მაღალი პოზიცია ბოლოს 2012 წელს გვქონდა, როცა ჩვენი გუნდი ფიფა - კოკა-კოლას რეიტინგში 73-ე იყო.

რეიტინგს კვლავ ბელგიის ნაკრები ლიდერობს. რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს ერთა ლიგის პლეი-ოფში - ბელორუსი 1317 ქულით 76-ეა.

მსოფლიო რეიტინგი კი ასე გამოიყურება:

1(1). ბელგია - 1727
2(2).საფრანგეთი - 1726
3(3). ბრაზილია - 1676
4(4). ხორვატია - 1634
5(5). ინგლისი - 1631
6(7). პორტუგალია - 1614
7(6). ურუგვაი - 1609
8(8). შვეიცარია - 1599
9(9). ესპანეთი - 1591
10(10). დანია - 1589
68(68.) მაკედონია - 1343
76(78). ბელორუსი - 1317
89(92). საქართველო - 1269
131(137). კოსოვო - 1113

шаблоны для dle 11.2



რეკლამა