რეკლამა: [email protected]
 
რეკლამა
Авторизация
კალენდარი
«    ივლისი 2019    »
ორსმოთხთპრშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
FACEBOOK
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]

ინგლისელთა აზრით საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფში ორი მოგებაც კი ძალიან გაუჭირდება





საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის ტესტ-მატჩებში ორი გამარჯვება მოიპოვა და ერთხელ დამარცხდა - ფლორენციაში იტალიასთან დათმო, თბილისში კი ტონგა და სამოა დაამარცხა.

ამ შეხვედრების შემდეგ მსოფლიო რაგბის რეიტინგი გამოქვეყნდა, სადაც ჩვენი გუნდი მე-15-დან მე-13 პოზიციამდეა აღზევებული. 

ბრიტანულმა Guardian-მა კი საკუთარი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველომ ერთი პოზიციით წინ წაიწია და ახლა მე-14-ეა.

აი, რას წერს ბრიტანული გამოცემა ჩვენს გუნდზე:

"იტალიასთან მარცხს საქართველოს ნაკრებმა ტონგასთან და სამოასთან მორალურად გამაძლიერებელი გამარჯვებები მიაყოლა. ისინი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში ავსტრალიასთან, უელსსა და ფიჯისთან ერთად არიან. მათ ისევ მესამეადგილზე გასვლა გაუჭირდებათ, მიუხედავად იმისა, რომ დანარჩენი სამი გუნდიდან საქართველოსთან იოლი გასეირნება არცერთს ექნება", - ვკითხულობთ Theguardian.com-ზე.

საქართველოს ნაკრები 2019 წელს იაპონიაში გასამართ მსოფლიო თასზე გაემართება. მის ჯგუფში ავსტრალია, უელსი, ფიჯი და ურუგვაია.  

шаблоны для dle 11.2



რეკლამა