რეკლამა: [email protected]
 
რეკლამა
Авторизация
კალენდარი
«    აგვისტო 2019    »
ორსმოთხთპრშბკვ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
FACEBOOK
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]

როგორ აპირებს ქუთაისის ტორპედო ევროპა ლიგის ჯგუფში შესვლას?





საქართველოს თასის ფინალში "გაგრას" დამარცხების შემდეგ ქუთაისის "ტორპედოს" პრეზიდენტმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და მომავლის გეგმებზეც ისაუბრა.

ზაალ ჩაჩავას თქმით, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდის ძირითადი ბირთვი შენარჩუნდება და ახალწვეულებსაც უნდა ველოდოთ.

"პირველ რიგში, ვულოცავ ქუთაისელ ფანებს ამ წარმატებას. ძალიან გვინდოდა, წელსაც ქვეყნის ჩემპიონობა გვეზეიმა, მაგრამ, სამწუხაროდ, წარუმატებელი სტარტის შემდეგ ეს შეუძლებელი გახდა...

"ტორპედოს" ზრდა აუცილებლად გაგრძელდება. კლუბი სწორ გზაზე დგას, წლიდან წლამდე უკეთესი ხდება და ვპირდები ფანებს, რომ 2019 წელს ჩვენი გუნდი იმაზე გაცილებით ძლიერი იქნება, ვიდრე ახლაა.

იანვარში სატრანსფეროფანჯარა გაიხსნება. სამწვრთნელო შტაბთან შეთანხმებით, გუნდის ის ძირითადი ბირთვი, რომელიც "ტორპედოს" შემდეგ სეზონებშიც ძალიან დასჭირდება, აუცილებლად დარჩება. ფეხბურთელთა დიდ ნაწილთან ახალ კონტრაქტებზე საუბარიც დავიწყეთ... გარდა ამისა, იქნება რამდენიმე ახალწვეული, რომლებიც "ტორპედოს" გააძლიერებენ. ჩვენი მიზანი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა და ამისკენ მივიწევთ.

მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში გვიდგას, გვგულშემატკივრობს და გვეხმარება მიზნის მიღწევაში!" - განაცხადა "ტორპედოს" პრეზიდენტმა.

"ტორპედო" მიმდინარე წრეში შესანიშნავად ასპარეზობს. ქუთაისურ კლუბს ზედიზედ 19 მატჩია არ წაუგია. 

шаблоны для dle 11.2



რეკლამა