რეკლამა: [email protected]
 
რეკლამა
Авторизация
კალენდარი
«    აგვისტო 2019    »
ორსმოთხთპრშბკვ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
FACEBOOK
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]

რამდენი პროცენტია შანსი გიორგი ჩაკვეტაძის მიუნხენის ბაიერნში გადასვლის





"ბაიერნი", "ტოტენჰემი", "ბარსელონა" - კლუბები, რომლებსაც ბოლო დღეებში გიორგი ჩაკვეტაძე დაუკავშირეს, საერთაშორისო ფეხბურთში მძიმეწონიანი ფიგურები არიან. 19 წლის ქართველი კიდევ ერთი ტალანტია, რომელიც ბელგიის ჩემპიონატიდან ტოპ-ლიგაში გადასასვლელად ემზადება.

გავლენიანი გერმანული სტატისტიკური სააგენტო "ტრანსფერმარკეტი" გიორგი ჩაკვეტაძის "ბაიერნში" შესაძლო ტრანსფერის ალბათობას 4%-ით აფასებს. 

"გიორგი ჩაკვეტაძის სახელი გერმანიის რეკორდსმენის ინტერესის სფეროში დიდი ხანია არსებობს. ჯერ კიდევ 2017 წლის ზაფხულში მიუნხენურმა კლუბმა 6 მილიონი გამოჰყო თბილისის "დინამოდან" მის შესაძენად, თუმცა მას "გენტმა" დაასწრო.

ქართველ ფეხბურთელს "ბარსელონაც" აკვირდება, ანდორასთან გამართულ მატჩში კატალონიელებმა საკუთარი სკაუტები მისითამაშის სანახავად სტადიონზე გაუშვეს. 

გიორგი ჩაკვეტაძემ სადებიუტო სეზონში "გენტის" რიგებში 19 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, წელს კი 15 შეხვედრაში უკვე 4-ჯერ აიღო მეტოქის კარი. 

"ჩვენ გვსურს, გუნდი მის გარშემო ავაშენოთ. ის ჩვენი მომავლის "ათიანია". გიორგის სანაცვლოდ 15 მილიონიც რომ გადაგვიხადონ, მას წასვლის უფლებას არ მივცემთ." - განაცხადა "გენტის" ტექნიკურმა დირექტორმა მიჩელ ლოუვაგიემ იანვარში.

მისი კონტრაქტი ძალაშია 2020 წლამდე. კლუბის ხელმძღვანელობის აზრით, მომავალი ზაფხული მის გასაყიდად საუკეთესო დროა, - ვკითხულობთ Transfermarkt.de-ზე.

გიორგი ჩაკვეტაძემ საქართველოს ნაკრების რიგებში ერთა ლიგაზე ჩატარებულ 6 მატჩში 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.  

шаблоны для dle 11.2



რეკლამა