"აქამდე საქართველოს ნაკრებზე არაფერი ვიცოდი.. ეს ბიჭი, ჩაკვეტაძე გენიოსია" - რას წერენ უცხოელები ქართველი ტალანტის შესახებ ?

image
"აქამდე საქართველოს ნაკრებზე არაფერი ვიცოდი.. ეს ბიჭი, ჩაკვეტაძე გენიოსია" - რას წერენ უცხოელები ქართველი ტალანტის შესახებ ?...

19 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო მატჩი გამართა. ვლადიმირ ვაისის მომზადებული გუნდი “დინამო არენაზე” ყაზახეთს დაუპირისპირდა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.

კვლავაც საუკეთესო იყო გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც ჯერ საგოლე პასი გააკეთა, შემდეგ კი თავად ბრწყინვალე გოლი გაიტანა.

ახალგაზრდა ქართველი შემტევის კარგი თამაში არც ფეხბურთის უცხოელ მოყვარულებს გამორჩენიათ.

“წარმოდგენა არ მაქვს, ვინ იყიდის ჩაკვეტაძეს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ის კარგი მწვრთნელის ხელში მოხვდება.”

“საქართველო-ყაზახეთის მატჩს ვუყურებ, რადგან მოწყენილი ვარ და საქმე არ მაქვს. საქართველოს ნაკრების 10 ნომერი, გიორგი ჩაკვეტაძე გამორჩეულია… იმედი მაქვს, საბერძნეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს არ შეხვდება, რადგან საქართველო კარგი გუნდი ჩანს.”

“აქამდე გიორგი ჩაკვეტაძის თამაში არ მინახავს, მაგრამ ის ყაზახეთს ანადგურებს. მხოლოდ 19 წლისაა.”

“საქართველოს ნაკრების მე-10 ნომერი, ჩაკვეტაძე საუკეთესო ახალგაზრდაა, ვინც ბოლო დროს მინახავს. ის მხოლოდ 19 წლისაა.”

“ეს ქართველი ყმაწვილი მოთამაშეს ჰგავს. დიახ, მე საქართველო-ყაზახეთის მატჩს ვუყურებ.”


“ამ კვირაში “გენტის” მატჩს უნდა ვუყურო. ჩაკვეტაძე კარგი მოთამაშეა.

“ერთი გოლი. ერთი საგოლე პასი. ერთი გამოუყენებელი მომენტი ცარიელ კართად. ჩაკვეტაძეს ნაკრებში 7 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი. არ ვარ დარწმუნებული, რომ ის “გენტში” დიდი ხნით დარჩება.”

“ჩაკვეტაძე გამორჩეულია. და, საქართველოში კიდევ ბევრი ტალანტი მოდის. მომდევნო წლებში ამ ქვეყანაზე დაკვირვება ღირს.”

“ამ მომენტისათვის ჩაკვეტაძეს 7 მატჩში 5 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს.”


წყარო : Fanebi.com


шаблоны для dle 11.2

20-11-2018, 00:08
კომენტარები
შემოგვიერთდით