რას წერს უცხოური პრესა ჩაკვეტაძის "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლის შესახებ ?

image
მოგეხსენებათ, რომ გუშინ ერთ-ერთმა ესპანურმა გავლენიანმა გამოცემამ ჩაკვეტაძის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც გიორგი შესაძლოა არც მეტი არც ნაკლები "ბარსელოანს" რიგებში ვიხილოთ.

აღნიშნულ ინფორმაციას მსოფლიოს სხვა წამყვანი გამოცემებიც გამოეხმაურნენ. ისეთები, როგორებიც არიან Eurosport და ESPN. ასევე, ჩაკვეტაძის შესაძლო ტრანსფერზე ბელგიელებმაც დაწერეს.

"ბარსელონა სულ უფრო დიდ ყურადღებას უთმობს 19 წლის ნახევარმცველის გიორგი ჩაკვეტაძის პროგრესს, რომელსაც ბელგიურ "გენტში" კარგი სეზონი აქვს. კატალონიელთა წარმომადგენლები ერთა ლიგის მატჩს დაესწრებიან ანდორასა და საქართველოს შორის, რათა ქართველის თამაშს კიდევ ერთხელ დააკვირდნენ," – წერს ESPN.

ბარსელონა გენტის 19 წლის ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერით ინტერესდება. ესპანური გუნდის სკაუტებმა მოითხოვეს აკრედიტაცია ანდორა–საქართველოს მატჩისთვის, რომელშიც დღეს "გენტის" ფეხბურთელიც ითამაშებს. "ბლაუგრანა" ქართველს წელიწადზე მეტია აკვირდება. ჩაკვეტაძე 17 წლის იყო, როცა ბელგიურ "გენტში" გადავიდა და ჩემპიონატში უკვე 5 გოლი აქვს გატანილი. წელს კი ჟუპილერ ლიგაში 4 გოლი და 2 ასისტი აქვს," – წერს Eurosport.

სტატია მომზადებულია Sport.adjara.com-ის მიხედვით.шаблоны для dle 11.2

15-11-2018, 12:32 773
კომენტარები
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით