"როგორ წარმოვიდგენდი თუ რონალდუ ამას გააკეთებდა" - გაოცებული ლეო მესის განცხადება

image
"როგორ წარმოვიდგენდი თუ რონალდუ ამას გააკეთებდა" - გაოცებული ლეო მესის განცხადება..

კატალონიის რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ რონალდოს "რეალიდან" "იუვენტუსში" გადასვლამ გააკვირვა :

" მართალი გითხრათ, არ მეგონა, თუ კრიშტიანო "რეალს" დატოვებდა. მადრიდელებმა მისი წასვლით ბევრი რამ დაკარგეს. ვიცოდი, კრიშტიანოთი არაერთი კლუბი იყო დაინტერესებული, მაგრამ "იუვე" ყველაზე ნაკლებსავარაუდო ვარიანტად მიმაჩნდა. მართლა გამიკვირდა, მაგრამ ტურინელებს ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ. რა თქმა უნდა, "რეალში" სხვა შესანიშნავი ფეხბურთელებიც არიან და ყველა ტურნირზე გამარჯვებისთვის იბრძოლებს. თუმცა, რონალდოს გარეშე გაუჭირდებათ, "იუვე" კი ჩემპიონთა ლიგაზე ფავორიტი გახდება. " - განაცხადა ლეომ.шаблоны для dle 11.2

4-09-2018, 15:06 2 043
კომენტარები
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით