გიორგი ჩაკვეტაძის დამატებით "დორტმუნდი" დაინტერესდა !

image
გიორგი ჩაკვეტაძის დამატებით "დორტმუნდი" დაინტერესდა !..

ბელგიური ''გენტის'' ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ჩაკვეტაძემ კარიერა შესაძლოა გერმანულ ''დორტმუნდში'' გააგრძელოს. ინფორმაციას 19 წლის ტალანტის შესახებ fussballinfo.net-ზე ვკითხულობთ. შესაძლოა შეთანხმება მიმდინარე სეზონში, კერძოდ კი ზამთარში შედგეს.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ''დორტმუნდი'' დაუმარცხებელია. 10 ტურის შემდეგ ლუსიენ ფავრის ფეხბურთელები 24 ქულით პირველ ადგილს იკავებენ. რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერი ბელგიურ კლუბში შესანიშნავ შთაბეჭდილებას ტოვებს. უდიდესი ალბათობით შემდეგ წელს თბილისის ''დინამოს'' აღზრდილს გაცილებით ძლიერ ევროპულ კლუბში ვიხილავთ.

შეგახსენებთ, 2017 წელს ზაფხულში ქართველი ფეხბურთელი თბილისის ''დინამოდან'' ''გენტში'' გადავიდა. ბელგიურ კლუბთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ ამავე ზაფხულში ჩაკვეტაძით მიუნხენის ''ბაიერნი'' დაინტერესდა.

2017-18 წლების სეზონის მიმდინარეობისას ბელგიური hln-ის ცნობით ჩაკვეტაძე მაურისიო პოჩეტინოს ლონდონის ''ტოტენჰემსა'' სურდა.

 ქართველ ფეხბურთელს ბელგიურ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს.
ბელგიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩაკვეტაძემ 14 მატჩში 4 გოლი შეაგდო და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მიმდინარე ერთა ლიგის გათამაშებაში ჩაკვეტაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერად იქცა. 19 წლის შემტევმა 4 ტურში  2 გოლი შეაგდო, 1 საგოლე პასი შეასრულა და 1 პენალტი გამოიმუშავა.

ერთა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ლატვიას რიგაში 3:0 სძლია და ნახევარიფნალის საგზური ნაადრევად გაიფორმა.

ერთა ლიგის მეხუთე ტურში, 15 ნოემბერს საქართველო ანდორას ესტუმრება, ხოლო დასკვნით ტურში, 19 ნოემბერს ვაისის გუნდი ''დინამო არენაზე'' ყაზახეთს უმასპინძლებს.

წყარო : crystalsport.geшаблоны для dle 11.2

9-11-2018, 11:07 266
კომენტარები
მსგავსი სიახლეები
ჩაკვეტაძის დამატება გერმანულ გუნდს სურს.
შემოგვიერთდით