რამდენი აქვს ხელფასი და რატომ ითხოვს მის გაზრდას სერხიო რამოსი

image
El Confidencial-ის ინფორმაციით, სერხიო რამოსმა მადრიდის რეალის ხელმძღვანელებს განუცხადა, რომ ხელფასის გაზრდა 6 მილიონით სურს. ამჟამად, „სამეფო კლუბის“ კაპიტანი წელიწადში 10 მილიონ ევროს იღებს.

ცნობილია, რომ რამოსს გარეთ ბეილის ანაზღაურება სურს. 29 წლის უელსელი „ლოს ბლანკოსში“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. წყარო იუწყება, რომ სერხიომ პერესსთან უკვე ისაუბრა და განუცხადა, რომ გარეთზე ერთი ევროთი მეტი სურს.  

El Mundo იმასაც წერს, რომ ამჟამინდელი ხელფასით რეალის კიდევ ერთი ვარსკვლავია უკმაყოფილო: ლუკა მოდრიჩი. 33 წლის ხორვატი წელიწადში 7 მილიონ ევროს იღებს. მილანის ინტერი მას ზაფხულში 10 მილიონს სთავაზობდა.


шаблоны для dle 11.2

8-11-2018, 23:10 150
კომენტარები
შემოგვიერთდით