რატომ გააუქმა ფლოიდ მეივეზერმა ტენშინ ნასუკავასთან ბრძოლა და როგორ მოიხსენია იაპონელი

image
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფლოიდ მეივეზერი დეკემბერში 20 წლის იაპონელ ტენშინ ნასუკავასთან ბრძოლას გამართავდა.

შეხვედრა 31 დეკემბერს უნდა გამართულიყო. ამერიკელი მოკრივე ტოიკიოშიც გაემგზავრა, თუმცა უკან დაბრუნებულმა Instagram-ზე დაწერა, რომ ორთაბრძოლა აღარ გაიმართება.

"ტოკიოდან იმედგაცრუებული დავბრუნდი. მე ტენშინ ნასუკავასთან ოფიციალურ შეხვედრას არასდროს დავთანხმებივარ. მეტიც, ამ ადამიანის შესახებ აქამდე არაფერი გამიგია. მე მთხოვეს, მონაწილეობა 3-რაუნდიან დაპირისპირებაში მიმეღო, რომელიც სულ 9 წუთს გაგრძელდებოდა. როცა პრესკონფერენციაზე მივედი, მე და ჩემი გუნდი გაწბილებულები დავრჩით. მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს გულშემატკივარს იმ ინფორმაციის გამო, რომელიცპრესკონფერენციაზე ჩემი თანხმობის გარეშე გაჟღერდა. მე ვეტერანი მოკრივე ვარ და დიდი ფული მაქვს გამომუშავებული. ამიტომ ხანდახან პატარა ღონისძიებებზე უარს არ ვამბობ" - დაწერა მეივეზერმა სოციალურ ქსელში.

41 წლის ფლოიდ მეივეზერი რამდენიმე წელია აქტიურ სპორტს ჩამოშორდა. მის ანგარიშზე 50 ჩატარებული შეხვედრიდან ამდენივე გამარჯვებაა.

шаблоны для dle 11.2

8-11-2018, 22:59 312
კომენტარები
შემოგვიერთდით