რამოსის პროტესტი ! "რეალის" კაპიტანს ბეილზე 1 ვეროთი მეტი ხელფასი სურს

image
რამოსის პროტესტი ! "რეალის" კაპიტანს ბეილზე 1 ვეროთი მეტი ხელფასი სურს..

ესპანური გამოცემები, El Mundo და El Confidencial წერენ, რომ მადრიდის რეალში, სერხიო რამოსმა, ხელფასის გამო დიდი ამბავი ატეხა.

32 წლის კაპიტანი, რომელიც წელიწადში 10 მილიონ ევროს იღებს, ხელფასის მინიმუმ 6 მილიონით გაზრდას ითხოვს, რადგან უნდა, რომ გარეთ ბეილზე მაღალი ანაზღაურება ჰქონდეს. ახლა, რეალში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი სწორედ 29 წლის უელსელია.

ხსენებულ გაზეთებში ვკითხულობთ, რომ რამოსი ამ საკითხზე უკვე ესაუბრა რეალის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს და მოსთხოვა, რომ გარეთ ბეილზე თუნდაც მხოლოდ 1 ევროთი მეტი ხელფასი დაუნიშნონ.

შეგახსენებთ, რომ რამოსი გუშინაც მოექცა ყურადღების ცენტრში, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე "პლზენის" ფეხბურთელს ცხვირი გაუტეხა.шаблоны для dle 11.2

8-11-2018, 13:04 257
კომენტარები
შემოგვიერთდით