ბუნდესლიგის რომელი კლუბები აკვირდებიან გიორგი ჩაკვეტაძის თამაშს

image
"გენტის" ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ისე თამაშობს, რომ მალე ალბათ, ევროპის რომელიმე კარგ გუნდში გადავა.

ამას წინათ ის ანალიტიკურმა სპორტულმა პორტალმა InStat-მა 21-წლამდელთა ოქტომბრის სიმბოლური გუნდში კილიან მბაპესთან და ჯასტინ კლუივერთან ერთად შეიყვანა.

transfermarkt.de-ს ფორუმზე გულშემატკივრები აცხადებენ, რომ "დორტმუნდის", "აინტრახტის" და "ბაიერის"  სკაუტები ჩაკვეტაძის თამაშზე დასაკვირვებლად ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ბორდოსა" და "გენტის" მატჩს დაესწრნენ (ბელგიური გუნდი 0:2 დამარცხდა), რადგან ქართველი ფეხბურთელი ძალიან პერსპექტიულია და მისი სამსახურით არაერთი კლუბია დაინტერესებული.

გერმანელი გულშემატკივრები ამბობენ, რომ გიორგის შეძენა ადრე "ბაიერნს" სურდა, ახლა კი
"დორტმუნდია" დაინტერესებული.  
шаблоны для dle 11.2

7-11-2018, 22:51 177
კომენტარები
შემოგვიერთდით