"ქართველები სულ ტირიან ექვს ერზე, ამიტომაც ენას ჩავაგდებინებთ" - რას წერენ იტალიელები ქართველებზე ?

image
"ქართველები სულ ტირიან ექვს ერზე, ამიტომაც ენას ჩავაგდებინებთ" - რას წერენ იტალიელები ქართველებზე ?..

იტალიური Corriere.it ამბობს, რომ იტალიას შეუძლია საქართველოს ნაკრებს ისე ეთამაშოს, რომ 5-6 წლით ხმა აღარ ამოაღებინოს.

"იტალიისთვის ირლანდიასთან მატჩი მხოლოდ დასაწყისია. სინამდვილეში კიდევ სამი შეხვედრაა წინ: 10 ნოემბერს საქართველოსთან ფლორენციაში, 17 ნოემბერს ავსტრალიასთან პადუაში და 24 ნოემბერს ახალ ზელანდიასთან რომში. ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოსთან მატჩი იქნება, რადგან ჩვენს ოპონენტებს, მიუხედავად იმისა, რომ მარსიანელები არ არიან, აქვთ ამბიცია და წლებია ტირიან, რათა 6 ერში ადგილი მოიპოვონ (რა თქმა უნდა, იტალიის ნაცვლად). 2015 წლამდე რუმინეთიც იმავეს ცდილობდა, იქამდე, სანამ მსოფლიო ჩემპიონატი არ მოვიდა. ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი კავკასიელებთან იმავე ოპერაციის გამეორება იქნება. ჩვენ მათ კარგად ვეთამაშებით და 5-6 წლით ენას ჩავაგდებინებთ".

შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნებისა და იტალიელების დაპირისპირება 10 ნოემბერს შედგება.шаблоны для dle 11.2

7-11-2018, 12:53 721
კომენტარები
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით