რეკლამა: [email protected]
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]

მზგავრობა, სასტუმრო, კვება და ყველა ხარჯი - როგორ ვუქომაგოთ საქართველოს ნაკრებს ანდორაში ? -





ერთა ლიგა იმთავითვე სასიამოვნო ტურნირია იმით, რომ ყოველთვიურად თამაშებით გვანებივრებს. საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს სტუმრად ანდორის ნაკრებს დაუპირისპირდება და 19 ნოემბერს თბილისში ყაზახეთის ნაკრებს მიიღებს.

ორი კვირით ადრე კი ნამდვილად ის დროა, ჩვენი ტრადიციული სტატია დავწეროთ ნაკრების ერთგული ქომაგისთვის, რომელთაც "ჯვაროსნებთან" ყოფნა სურთ გასვლით მატჩებზე.

1. მგზავრობა
ანდორას საკმაოდ პატარა აეროპორტი აქვს. აქ დიდი თვითმფრინავები ვერ სხდებიან. შესაბამისად, წამსვლელები იდეალურ ლოკაციად ბარსელონას თვლიან, თუმცა არჩევანი შეგიძლიათ ხირონაზე, ტულუზაზე ან ლიელდაზე გააკეთოთ.

იაფად ფრენისთვის ბარსელონას ელ პრატის აეროპორტი ყველას ჯობია. ჩემი გზაც სანაკრებო თამაშზე კატალონიის დედაქალაქში გადის. პირდაპირ რეისს არ გირჩევდით ორი მიზეზის გამო: ძვირია და არასასურუველ დროებშია ფრენა, რაც დამატებით ხარჯებთან ასოცირდება.

თბილისი-სტამბული-ბარსელონა-თბილისი, ორმხრივი ფრენა დაახლოებით 200 ევრო დაგიჯდებათ. დამოკიდებულია, რომელ რიცხვებში გადაწყვეტთ ფრენას.

მეორე ვარიანტია ქუთაისი-რომი-ბარსელონა-ქუთაისი. ეს მოგზაურობა 125 ევრო დაგიჯდებათ, ცოტა ხანგრძლივი გადაჯდომა და ორი კომპანიის გამოცვლა. რა თქმა უნდა არსებობს პირდაპირი ფრენებიც, მაგრამ ისინი უფრო ძვირი დაგიჯდებათ.

გაითვალისწინეთ, ფასები ცვალებადია.

რაც შეეხება ბარსელონა-ანდორას. მატარებლით გადაადგილება დაახლოებით 24 ევრო ჯდება, ავტობუსით - 28 ევრო. თუმცა ქალაქში უფრო იაფი ვარიანტების ნახვაც არის შესაძლებელი ან ევროპაში ხართ და უბრალოდ blablacar-ს გამოიყენებთ.

რაც შეეხება გზას, დაახლოებით სამი საათია საჭირო.

Sportall.Ge

2. სასტუმრო
ანდორაში ამ დროს ტურისტული სეზონი იწყება და სასტუმროების 80 პროცენტი დაჯავშნილია. ყველაზე იაფი ვარიანტი 21 ევროდან იწყება.

Sportall.Ge

3. კვება
თუ რამდენიმე საერთაშორისო საიტს დავეყრდნობით, ანდორაში იაფი კვებისთვის დღიურად 13 ევრო საკმარისია - ამაში ითვლება მაღაზიაში ნაყიდი პროდუქცია ან სწრაფი კვება.

ხოლო, თუ კაფეებზე გააკეთებთ არჩევანს, 25 ევროა მინიმალური თანხა, რაც შეიძლება გეყოთ.


Sportall.Ge

4. შიდა გადაადგილება
ანდორა, იმის მიუხედავად, რომ მცირე ზომის ქვეყანაა, 8 ავტობუსის ხაზი აქვს და ფასები 1.30 ევროდან 5.50 ევრომდე მერყეობს.

რაც შეეხება ტაქსის ფასებს, ქვეყანაში კატეგორიები სამ ტარიფადაა დაყოფილი: 

  • 1.09 ევრო/კმ
  • 1.30 ევრო/კმ
  • 2.50 ევრო/კმ

ამას ემატება ტაქსიში გატარებული დროის ღირებულება. ერთი საათი 18.45 ევროა.


Sportall.Ge

5. სტადიონი
შეხვედრა ანდორის ცენტრალურ სტადიონზე, "ესტადიო ნაციონალზე" გაიმართება, რომელიც 3 306 ადამიანს იტევს და ამავდროულად, ქვეყნის სარაგბო სტადიონიცაა.

მატჩზე დასასწრები ბილეთები ჯერ გაყიდვაში არ არის, თუმცა, წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, საშუალოდ 10 ევრო იქნება.

Sportall.Ge

6. სრული ხარჯი
საბოლოო ჯამში, ეს მოგზაურობა არცთუ ისე იაფია, თუმცა, თუ ფეხბურთი გიყვარს და ფინანსები ოდნავ მაინც გიწყობს ხელს, ნამდვილად ღირს. თქვენ ამ ყველაფრისთვის 250 ევროდან 300 ევრომდე დაგჭირდებათ.

ხოლო, თუ ამას ვერ მოახერხებთ, მაშინ 19 ნოემბერს "დინამო არენაზე" ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში გელოდებით.

sportall.geшаблоны для dle 11.2



რეკლამა