"ჩაკვეტაძე ედენ აზარს ჰგავს.. ის პატარა პრინცია" - ნახეთ რას წერს ბელგიური პრესა ქართველის შესახებ

image
"ჩაკვეტაძე ედენ აზარს ჰგავს.. ის პატარა პრინცია" - ნახეთ რას წერს ბელგიური პრესა ქართველის შესახებ..

ბელგიურმა walfoot.be-მ ჩემპიონატის მე-12 ტურში "შარლერუასთან" მატჩში დუბლით თავგამოჩენილი "გენტის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე აქო და ადიდა :

"რა თამაშები გადაარჩინა! ქართველი ტალანტის დამსახურებით ახალმა მწვრთნელმა იეს ტორუპმა დანაპირების შესრულება და სიამოვნების მიღება დაიწყო. ჯერ კიდევ გასულ სეზონში დავრწმუნდით, რომ ის რაღაც განსაკუთრებულია.  ახალგზრდა ქართველი გრძნობს ბურთს, წარმართავს თამაშს და როდესაც უტევს, შეგრძნება გაქვს, რომ ყველაფერი შეუძლია გააკეთოს.თამაშის სტილით ჩაკვეტაძე მძლავრ ედენ აზარს ჰგავს. ახლა პატარა პრინცმა "გელამკო არენიდან" კვლავ უნდა დაგვარწმუნოს, რომ დიადი ტალანტია და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი შეუძლია გახდეს"

шаблоны для dle 11.2

29-10-2018, 11:11 332
კომენტარები
შემოგვიერთდით