რომელ პოზიციაზეა საქართველოს ნაკრები FIFA-ს განახლებულ რეიტინგში

image
25 ოქტომბერს ფიფას ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფიფას განახლებულ რეიტინგში ერთი პოზიციით წინ წაიწია და 1265 ქულით 92-ე პოზიციაზეა.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში ვლადიმირ ვაისის შეგირდებმა ოქტომბერში ერთა ლიგის ორი მატჩი გამართეს. ჯერ საქართველოს ნაკრებმა "დინამო არენაზე" ანდორას 3:0 სძლია, ხოლო შემდეგ სტუმრად ლატვია ასევე 3:0 დაამარცხა.

რეიტინგს ბელგიის ნაკრები ლიდერობს, რომელიც აქამდე საფრანგეთის ნაკრებთან ერთად იყოფდა პირველ ადგილს. რაც შეეხება ჩვენს მეტოქეებს უეფას ერთა ლიგაზე, ყაზახეთი 117-ეა, ლატვია 132-ე ადგილს იკავებს, 133-ეა ანდორა.  
шаблоны для dle 11.2

26-10-2018, 18:31
კომენტარები
შემოგვიერთდით