რეკლამა: [email protected]
 
რეკლამა
Авторизация
კალენდარი
«    აგვისტო 2019    »
ორსმოთხთპრშბკვ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
FACEBOOK
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]

11 წლის შემდეგ პირველად! - რა მოხდა ბოლოს, როცა მესი და რონალდუ არ იყვნენ?





28 ოქტომბერს "კამპ ნოუზე" მორიგი "ელ კლასიკო" გაიმართება - "ბარსა" "რეალს" უმასპინძლებს და ეს ბოლო წლების ყველაზე უცნაური მატჩი იქნება...

11 წლის შემდეგ პირველად მოხდება, რომ "ბარსელონაც" და "რეალიც" კლასიკოს მესისა და რონალდუს გარეშე ითამაშებენ.

რა თქმა უნდა, "ელ კლასიკო" ნებისმიერ შემთხვევაში დიდი სპექტაკლია და დაძაბულობაც მუდამ პიკშია, თუმცა ორი ამხელა ფიგურის გარეშე ამ გუნდების ხილვა ცოტა უცნაური იქნება.

რონალდუს არყოფნას ქომაგები აქამდეც შეჩვეულნი იყვნენ, აი მესიმ კი შაბათ საღამოს "სევილიასთან" მატჩის დროს "ბლაუგრანას" მილიონობით ქომაგი დაამწუხარა.

ხელის მოტეხილობის გამო ლეოს 3 კვირა გაუცდება. არგენტინელი 6 მატჩს გამოტოვებს და რა თქმა უნდა "რეალთან" მატჩსაც.

საინტერესოა თუ რა მოხდა ბოლოს, როდესაც "ბარსამ" და "რეალმა" ერთმანეთში მესისა და რონალდუს გარეშე ითამაშეს.

ასეთი რამ 2007 წლის 23 დეკემბერს მოხდა. მადრიდელებმა "კამპ ნოუზე" ჟულიო ბაპტიშტას ულამაზესი გოლით გაიმარჯვეს.

იმ მომენტისთვის "რეალის" თავკაცი ბერნდ შუსტერი იყო, ხოლო "ბლაუგრანას" ფრანკ რაიკაარდი ხელმძღვანელობდა.

ამრიგად, 28 ოქტომბერს მორიგი უცნაური კლასიკო გაიმართება, რომელიც ისტორიაში განსაკუთრებულად შევა, რადგან მასში მონაწილეობას არც მესი და არც რონალდუ მიიღებენ.

საინტერესოა, თუ რომელი მოთამაშე აიღებს თამაშს საკუთარ თავზე და ვინ გაიბრწყინებს გადაჭედილი "კამპ ნოუს" თვალწინ....


шаблоны для dle 11.2



რეკლამა