რეკლამა: [email protected]
 
რეკლამა
Авторизация
კალენდარი
«    ივლისი 2019    »
ორსმოთხთპრშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
FACEBOOK
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]

როგორ გამოეხმაურა გენო პეტრიაშვილი ლაშა ტალახაძის პოლიტიკურ რეკლამაში გამოჩენას





სპორტი და პოლიტიკა - ეს არის ორი სამყარო, რომელთა ურთიერთობა მუდამ დიდ ყურადღებასა და ხმაურს იწვევს. 

ბოლო დღეებში ტელევიზიებში და ინტერნეტსივრცეში აქტუალურად განიხილავენ წინასაარჩევნო პოლიტიკურ რეკლამას, რომელშიც ქართველი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე გამოჩნდა. 


„ქართული ოცნების“ მხარდასაჭერ რეკლამაში ბევრი ცნობილი სახეა - მსახიობები, მომღერლები და ა.შ. 


განსაკუთრებული კრიტიკა ტალახაძის გამოჩენას მოჰყვა. ოლიმიური ჩემპიონი ყველაზე მკაცრად და უხეშად „რუსთავი 2“ის ეთერში გაკრიტიკდა, კერძოდ კი ტელევიზიის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ. 


დღეს, ლაშა ტალახაძეს მხარდაჭერა მსოფლიოს მოქმედმა და ორგზის ჩემპიონმა ძიუდოისტმა გენო პეტრიაშვილმა გამოუცხადა, რომელმაც სოციალურ ქსელში შემდეგი რამ დაწერა: 


„მოგესალმებით მეგობრებო ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ქართველების გახლეჩა პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით.
ჩვენ ყველანი ერთნი ვართ! 


ლაშა ტალახაძე უკეთილშობილესი, უვაჟკაცესი და მისაბაძი ქართველია და არ შეიძლება მას ვინმემ რამე აკადროს რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერის გამო! 


#ჩემიმხარდაჭერაჩემპიონს.
ლაშაა შენისთანა ქართველები გვიმრავლოს.
#ლაშატალახაძე".  

шаблоны для dle 11.2



რეკლამა