რეკლამა: [email protected]
 
რეკლამა
Авторизация
კალენდარი
«    ივლისი 2019    »
ორსმოთხთპრშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
FACEBOOK
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]

რამდენი ფული აიღეს 2018 წელს ყაზაიშვილმა და კაშიამ MLS-ში?





ამერიკული MLS მუდმივად ცდილობს, გააძლიეროს ჩემპიონატი და კონკურენტუნარიანი გახადოს. ამით არის გამოწვეული ის ფაქტიც, რომ MLS მუდმივად ცდილობს, ევროპული ლიგებიდან ფეხბურთელები გადაიბიროს.

რადგან MLS უეფა-ს ტურნირებში არ მონაწილეობს, მათზე მოთხოვნა არცთუ ისე დიდია, თუმცა, როდესაც საქმეში მაღალი ანაზღაურება ერევა, ეს ფაქტი სიტუაციას ცვლის. 

ყოველი რეგულარული სეზონის დასრულების დროს ამერიკელები მიმდინარე სეზონში ფეხბურთელთა ხელფასებსა და გამომუშავებულ თანხებს აქვეყნებენ. 

ჩვენ, რა თქმა უნდა, ქართველი ფეხბურთელების წლის მონაგარი გვაინტერესებს.

ვაკო ყაზაიშვილმა მიმდინარე რეგულარულ სეზონში 1 325 004 დოლარი გამოიმუშავა, თუმცა პრემიების ჩათვლით, მისმახელფასმა 1 454 004 დოლარი შეადგინა. აქვე გეტყვით, რომ ყაზაიშვილს კლუბთან კონტრაქტის ვადა ზამთარში ეწურება.

რაც შეეხება გურამ კაშიას, ის "სან ხოსეში" ზაფხულში გადავიდა და 12 მატჩი ჩაატარა. ამ პერიოდში მან 549 999 დოლარი გამოიმუშავა. 

რაც შეეხება MLS-ის ლიდერებს, სია ასე გამოიყურება:

1. სებასტიან ჯოვინკო, "ტორონტო" - 7 115 555 დოლარი
2. მიშელ ბრედლი, "ტორონტო" - 6 500 000 
3. კარლოს ველა, "ლოს-ანჯელესი" - 6 292 500 
4. ბასტიან შვაინშტაიგერი, "ჩიკაგო" - 6 100 000 
5. ჯოვანი დოს სანტოსი, "გალაქსი" - 6 000 000 

რაც შეეხება სხვა ევროპელ ვარსკვლავებს, დავიდ ვილამ 5 610 000 დოლარი გამოიმუშავა, უეინ რუნიმ - 2 776 730 დოლარი და რაც უნდა გასაკვირი იყოს, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მხოლოდ 1 500 000 დოლარი მიიღო.

шаблоны для dle 11.2



რეკლამა