რეკლამა: vishekozirebi@gmail.com
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]

მოულოდნელი ამბავი - გადავა თუ არა ზლატან იბრაჰიმოვიჩი მადრიდის რეალში





ესპანური გამოცემა, Cadena Copa, იუწყება, რომ ზამთარში, მადრიდის რეალის ხელმძღვანელები ზლატან იბრაჰიმოვიჩის გადაბირებას შეეცდებიან. წყაროს ცნობით, ფლორენტინო პერესი ზაფხულში დაშვებულ შეცდომებს ნანობს.  

ცნობილი ფაქტია, რომ „ფურია როხადან“ გაძევებული ხულენ ლოპეტეგი „სამეფო კლუბში“ დიდი ამბიციით მივიდა. მან განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუს გარეშეც, „ლოს ბლანკოსი“ ტიტულების მოგებას მარტივად მოახერხებდა და ახალი სეზონი ტრანსფერის გარეშე რომ არ დაწყებულიყო, ლიონიდან მარიანო დიასი დაიმატა.  

მარიანოც „კაი ამბიცური“ ბიჭი გამოდგა და მადრიდელებს 7-ნომრიანი მაისური მოსთხოვა. 9 ტურის შემდეგ, მას 1 გოლი აქვს გატანილი. ვერც ქარიმ ბენზემა ლიდერობს გუნდს (4 გოლი).  

„თეთრების“ მესვეურები მოლაპარაკებას უახლოეს დღეებში დაიწყებენ. 37 წლის შვედი ამ ასაკშიც ბევრ შემტევს არ უდებს ტოლს და MLS-ში საოცარი გოლები გააქვს. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ იბრა, დიდი ალბათობით, რეალში 6-თვიანი იჯარით გადავა.  

შეგახსენებთ, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ლოს ანჯელეს გალაქსისთვის, 25 მატჩში 21 გოლი გაიტანა.

шаблоны для dle 11.2



რეკლამა