რეკლამა: vishekozirebi@gmail.com
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]

"მალე დიდ გრანდში" - რას წერენ უცხოელები გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ?



image

"მალე დიდ გრანდში" - რას წერენ უცხოელები გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ?..

უცხოური გამოცემები 19 წლის ქართველი ფეხბურთელის თამაშით მოხიბლულები არიან. ჩაკვეტაძე ბელგიის ჩემპიონატის ბოლო ტურში საუკეთესო იყო. უნიჭიერესმა ნახევარმცველმა გოლი გაიტანა და თანაგუნდელები პასებითაც დაარიგა.

გიორგის პროგრესს საკლუბო დონეზე უცხოური გამოცემები გამოეხმაურნენ :

Voetbalkrant-მა ჩაკვეტაძე გამოარჩია: "ოოსტენდესთან მატჩში გიორგი მოედანზე საუკეთესო იყო ორივე გუნდში".

Sportmagazine-მა ტურის ათი საუკეთესო მოთამაშე დაასახელა და გიორგი სიაში მეოთხე ნომრად შეიყვანა: "ქართველი ვინგერი ისე აპობდა დრიბლინგით მეტოქის დაცვას, თითქოს, საკუთარ ბაღში თამაშობდა".

თამაშის შემდეგ გენტის ფანები აღფრთოვანებით წერენ სოციალურ მედიაში 19 წლის ქართველზე.

"ჩაკის" დიდებული თამაში, ის ბრწყინვალე იყო".
"ის უეჭელი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა. რა მაგარი მოთამაშეა გიორგი".
"რა ნიჭიერი ფეხბურთელია ჩაკვეტაძე". აი, ასეთ კომენტარებს აკეთებენ გენტის ფანები ტვიტერში.

წარმატებები ვუსურვოთ ქართველ ფეხბურთელს !!! шаблоны для dle 11.2



რეკლამა