რეკლამა: [email protected]
 
რეკლამა
Авторизация
კალენდარი
«    აგვისტო 2019    »
ორსმოთხთპრშბკვ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
FACEBOOK
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]

ვინ არის ის ადამიანი, ვინც მოურინიოს გაღიზიანება გამოიწვია?





ჩელსის მთავარი მწვრთნელის მეორე ასისტენტი, მარკო იანი მანჩესტერთან ნათამაშები ფრის (2:2) შემდეგ ყურადღების ცენტრში მოექცა.

მოგეხსენებათ, ემოცებში მყოფმა იანიმ გოლი სტუმართა სათადარიგოთა სკამის წინ აღნიშნა, რამაც მოურინიოს გაღიზიანება გამოიწვია. თუმცა, მატჩის შემდეგ, იანიმ ბოდიში მოიხადა.

იტალიელი მწვრთნელი ჩელსიში ამა წლის აგვისტოში მოვიდა და შეუერთდა ჯგუფს, სადაც ჩელსის ყოფილი მოთამაშეები: ილარიო, კუდიჩინი და ძოლა არიან.

იანი 1982 წელს დაიბადა და საფეხბურთო კარიერა 32 წლის ასაკში დაასრულა, რის შემდეგაც ხელი სამწვრთნელო კარიერას მიჰყო.

ორი წელი რობერტო კაპელაჩის გუნდის წევრი იყო, ჯერ კოსენზაში, შემდეგ კამპობასოში. ჩელსიში გადმოსვლამდე კი, მაურისიო სარის ნაპოლიში ტექნიკური ასისტენტი გახლდათ.

უკანასკნელ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ სარისთან კარგი პროფესიონალური და ადამიანური ურთიერთობა აქვს. 36 წლის იტალიელი იმედოვნებს, რომ მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ჯარიმას აირიდებს.

шаблоны для dle 11.2



რეკლამა