რეკლამა: [email protected]
 
რეკლამა
Авторизация
კალენდარი
«    ივლისი 2019    »
ორსმოთხთპრშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
FACEBOOK
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]

გაიცანით უკრაინელი ლამაზმანი ძიუდოისტი, რომელსაც საქართველო მოქალაქეობას სთავაზობდა





17 ოქტომბერს 18 წლის უკრაინელმა ძიუდოისტმა დარია ბელოდედმა (48) ბაჰამის კუნძულების დედაქალაქ ნასაუში დაწყებულ ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ბელოდედმა ფინალამდე დამაჯერებლად მიაღწია, ხოლო გადამწყვეტ შეხვედრაში იაპონელ იოშიდა სანოს სძლია და ოქროს მედალი დაისაკუთრა.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 20 სექტემბერს ბელოდედმა მსოფლიოს ჩემპიონატი დიდებშიც მოიგო და ტურნირის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინელ გოგონას ადრე მოქალაქეობის შეცვლას სთავაზობდნენ და რაც ყველაზე საინტერესოა, ერთ-ერთი მსურველი ქვეყანა საქართველო იყო.

"ძიუდომდე ტანვარჯიშით ვიყავი დაკავებული. ჩემი მშობლები ოცნებობდნენ, რომ ტანმოვარჯიშეგამოვსულიყავი. ისინი ძიუდოს წინააღმდეგნი იყვნენ, რადგან თავად ძიუდოისტებმა იციან ეს და რადგან ეს ქალური სპორტის სახეობა არ არის.

როცა ტანვარჯიშზე დავდიოდი, სამი წლის ვიყავი, ხოლო ძიუდოზე 6 წლის ასაკში შევედი. ძალიან მომწონდა ეს. ძლიერი ხასიათი მაქვს, რაც ძიუდოისთვის იდეალურია. რა თქმა უნდა, წინ ბევრი შეჯიბრება მექნება, მაგრამ შემდეგი მთავარი მიზანი 2020 წლის ოლიმპიური თამაშებია.

ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, პატრიოტი ვარ. თუმცა, რა თქმა უნდა, ფინანსური პრობლემები გვაქვს. კარგი ოლიმპიური ბაზები არ გვაქვს, ძალიან ცუდი პირობები გვაქვს, მაგრამ მაინც ყველაფერი სასიამოვნოა, როცა ვდგავარ და ჩემი ქვეყნის ჰიმნი ისმის. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

რომელი ქვეყნები მთავაზობდნენ მოქალაქეობას? აზერბაიჯანი, საქართველო, არაბთა გაერთიანებული საემიროები.

რა თქმა უნდა, ეს დიდ ფულს ნიშნავს, მაგრამ ჩემთვის ეს მთავარი არაა. მთავარია ოქროს მედალი, როცა ჩემი ქვეყნის დროშა მაღლა იწევს. ეს ფულზე მნიშვნელოვანია", - თქვა ბელოდედმა უკრაინული "მე-5 არხის" ეთერში.  

шаблоны для dle 11.2



რეკლამა