რისთვის იჯდა კრიშტიანო რონალდოს სიმამრი ციხეში 10 წელი

image
ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელის, კრიშტიანო რონალდოს მეგობარი გოგონას, ჯორჯინა როდრიგესის მამა წარსულში ნარკოტიკების გამყიდველი იყო.

ამის შესახებ ინფორმაცია Daily Mail-მა გაავრცელა. ხორხე როდრიგესი ციხეში, საერთო ჯამში, 10 წელი იჯდა. პირველად ის 2003 წელს ჩასვეს. როცა მისი სასჯელის პერიოდი დასრულდა, როდრიგესი მსუბუქი ნარკოტიკების გასაღების ფაქტზე კვლავ დაიჭირეს და ციხეში 5 წლით ჩასვეს. ის 2013 წელს გათავისუფლდა.

მას ესპანეთში ჩასვლა აკრძალული აქვს, სადაც მის მიერ უკანონო რეალიზება ხდებოდა. ახლა 69 წლის ხორხე ავადაა და არგენტინაში ცხოვრობს. მას ჯორჯინა ეხმარება.

ეს ინფორმაცია მას შემდეგგახდა ცნობილი, რაც კრიშტიანო რონალდოს მიმართ გაუპატიურების საქმის გამოძიება დაიწყო.

23 წლის ჯორჯინა რონალდოს ცოლი არ არის, მაგრამ წყვილი უკვე ორი წელია ერთად ცხოვრობს და საერთო ქალიშვილს და პორტუგალიელის 3 შვილს ზრდიან, რომელიც ფეხბურთელს სუროგატმა დედამ გაუჩინა.  

шаблоны для dle 11.2

16-10-2018, 19:51 897
კომენტარები
შემოგვიერთდით