ისტორიული თარიღი - რამდენი წელი გავიდა დღეს ბარსელონაში მესის დებიუტიდან

image
2004 წლის 16 ოქტომბერს ბარსელონას ისტორიაში ახალი ერა დაიწყო. მესი კატალონიურ დერბიში შეცვლაზე შევიდა და სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.

პატარა ბიჭმა, ზრდის პრობლემით, პირველი კონტრაქტი რესტორნის ხელსაცოხზე გააფორმა, რის შემდეგაც, ბარსელონასთვის ყველაფერი შეიცვალა.

მას არაერთ ლეგენდას, მათ შორის, პელეს, მარადონას კრუიფსა და დი სტეფანოს ადარებდნენ, თუმცა, ბევრის აზრით, მესი მათზე წინ დგას.

ამ დროის განმავლობაში, არგენტინელმა უამრავი რეკორდი დაამყარა და კლუბს არაერთ წარმატებაში დაეხმარა.

მესიმ ბარსელონას მაისურით 648 მატჩი ჩაატარა, 562 გოლი გაიტანა და 214 პასი გააკეთა. ასევე, 33 ტიტული მოიგო: 4 ჩემპიონთა ლიგა, 9 ლა ლიგა და სხვადასხვა ტურნირი. არგენტინელმა 5 ოქროს ბურთი და ამდენივე ოქროს ბუციც მოიგო.

მესის საკუთარი სტილით თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლია და რიგ შემთხვევაში, გუნდი მასზეა აწყობილი. ბარსელონა მასზე იმდენად არის დამოკიდებული, რომ უიმისოდ საშუალო დონის გუნდს ჰგავს.

საბედნიეროდ, მესი მხოლოდ 31 წლისაა და წინ რამდენიმე წელი გვაქვს, მისი თამაშის ყურებით დასატკბობად.  

шаблоны для dle 11.2

16-10-2018, 19:40
კომენტარები
შემოგვიერთდით