რეკლამა: [email protected]
 
რეკლამა
Авторизация
კალენდარი
«    აგვისტო 2019    »
ორსმოთხთპრშბკვ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
FACEBOOK
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]

სომხეთის კარში გოლის გამტან გიბრალტარელს აზერბაიჯანული კლუბი ეპატიჟება





აზერბაიჯანის კლუბი, ბაქოს კეშლია (ყოფილი ინტერი, სდააც ბევრი ქართველი იყო) გიბრალტარის ნაკრების ფეხბურთელ ჯოზეფ ჩიპოლინას ეპატიჟება. ამას აზერისპორტი წერს. აბა, ვინმე ჩიპოლინას მოსალოდნელ ტრანსფერზე რატომ უნდა დაგვეწერა, რომ არა ერთი ფაქტი...

გიბრალტარმა ორი დღის წინ ერევანში 1:0 მოუგო სომხეთს და გოლი სწორედ ჩიპოლინამ გაიტანა. 30 წლის ფეხბურთელი გიბრალტარის ჩემპიონატში, კლუბ ლინკოლნში გამოდის.
ევროპაში სენსაციად მოინათლა სომხეთი-გიბრალტარის შედეგი. მართალია, სომხეთი ვარსკვლავებს ვერ წყვეტს, მაგრამ გიბრალტარი ჯუჯა სახელმწიფოა, ისტორიაში არ გაუმარჯვია და მათი "ძალა" ქართველებმაც ვნახეთ, როცა იოლად ვძლიეთ ორივე შეხვედრაში. 

ბაქოს კეშლიას დირექტორ ზაურ ახუნდოვს ისე გაუხარდა ჩიპოლინას გოლი, რომ მისი გუნდში მიწვევა გადაწყვიტა. 

და რატომ გაუხარდა აზერბაიჯანელს სომხეთის დამარცხება, იოლი გასაგებია.  

шаблоны для dle 11.2



რეკლამა