რეკლამა: vishekozirebi@gmail.com
banner_adjarapopupmobile] [/banner_adjarapopupmobile]

ვინ და რა მიზნით გაავრცელა ტყუილი ინიესტას შესახებ





იაპონური კლუბის ვისელ კობეს მცველმა შუნკი ტაკაშიმ ესპანეთის ნაკრებისა და ბარსელონას ლეგენდარული ნახევარმცველის ანდრეს ინიესტას შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა.

The Sun-ის ცნობით, იაპონელმა ფეხბურთელმა მისი ახალი თანაგუნდელის შესახებ Twitter-ში დაწერა, რომ 34 წლის ვეტერანი ფეხბურთელი კობეს უახლოეს მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებდა. რამდენიმე ხანში, მან ეს სტატუსი წაშალა, თუმცა ადგილობრივმა მედიამ ინფორმაციის გავრცელება უკვე მოასწრო.

მომხდარის შემდეგ, კობეს ხელმღძვანელობამ გადაწყვიტა ფეხბურთელი ერთი თვის განმავლობაში გუნდიდან მოკვეთოს.

შეგახსენებთ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგის, ლა ლიგისა და სხვა საკლუბო ტურნირების არაერთგზის გამარჯვებული ნახევარმცველი 2017/18 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, კატალონიური გრანდიდან წავიდა, 2018 წლის მუნდიალის მერე კი იაპონურ კლუბს ოფიციალურად შეურთდა.  
шаблоны для dle 11.2



რეკლამა