რაზვან ლუჩესკუ: ასეთი რამ მხოლოდ ნაცისტურ გერმანიაში ხდებოდა

image
პაოკ-ის მწვრთნელმა რაზვან ლუჩესკუმ 28 000-ევროიან ჯარიმას გამოჰკრა ხელი. საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციამ დასაჯა და აი, რატომ:

მარტში პაოკ-ის პრეზიდენტი ივან სავიდი (საქართველოში დაბადებული) მინდორზე პისტოლეტით შეიჭრა ცუდი მსაჯობის გამო. საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციამ კლუბს სამი ქულა დააკლო, ხოლო ლუჩესკუმ ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ვფიქრობ, ასეთი შემთხვევები სპორტში მხოლოდ ნაცისტურ გერმანიაში ხდებოდა. მსგავსი პრეცენდენტი არ მახსენდება“.     

პაოკ-ს მანამდეც დააკლეს ქულები ფანების ცუდი საქციელის გამო და ისე გამოვიდა, რომ კლუბმა მეორე ადგილი დაიკავა. არადა, ჩემპიონობა შეეძლო.  

шаблоны для dle 11.2

12-10-2018, 18:39 425
კომენტარები
შემოგვიერთდით