ადამიანი "ნიჭი" - უსეინ ბოლტმა პირველივე შეხვედრაში დუბლი გაიფორმა

image
იამაიკელმა, 8-გზის ოლიმპიურმა ოქროსმედალოსანმა, უსეინ ბოლტმა, მარინერსის რიგებში დუბლი გაიფორმა.

მარინერსმა მაკარტურ საუთ ვესთ იუნაიტედი 4:0 დაამარცხა, უკანასკნელი ორი გოლი კი, მსოფლიოს ყველაზე სწრაფი ადამიანის ანგარიშზეა.

პირველად, თავი 57-ე წუთზე გამოიჩინა, როდესაც მცველი კარგად ჩამოიცილა, მეკარეს კი, დაბალი ბურთი დაურტყა.

მეორე შემთხვევაში, ჩაწოდებულ ბურთზე მცველმა და მეკარემ შეუთანხმებლად ითამაშეს, რის შედეგადაც, ბოლტმა ცარიელ კარში გაიტანა.

შეხვედრის შემდეგ, იამაიკელი Fox Sports-ს ესაუბრა:

– პირველი თამაში და დუბლი, ეს შესანიშნავი გრძნობაა.
აქ ყოფნით ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ მსოფლიოს ჩემი გაუმჯობესება ვაჩვენე.
მოხარული ვარ მარინერსში ყოფნით. ყველაფერს ვაკეთებ წარმატებისთვის. 

шаблоны для dle 11.2

12-10-2018, 18:33 26
კომენტარები
შემოგვიერთდით