რონალდოს სექს-სკანდალი გრძელდება - დაისჯება თუ არა პორტუგალიური გაზეთი

image
"რეალმა" პორტუგალიურ გაზეთს Correio da Manhã-ს რონალდოზე გამოქვეყნებული პუბლიკაციის გამო სასამართლოში უჩივლა.

გაზეთმა დაწერა, რომ რონალდომ კეტრინ მაიორგას, რომლის გაუპატიურებაშიც ადანაშაულებენ, ფული საქმის არგახმაურებისათვის "რეალის" რჩევით გადაუხადა.

"მასალა შეიცავს ცრუ ინფორმაციას, რომელსაც შეეძლო კლუბის იმიჯისთვის სერიოზული ზიანი მიეყენებინა.

"რეალს" არანაირი კავშირი არ ჰქონია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით და ამდენად, არ შეეძლო მიეღო რაიმე ზომები.

"რეალი" გაზეთისგამ ზემოაღნიშნული გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას მოითხოვს", - იტყობინება კლუბის საიტი.  
шаблоны для dle 11.2

12-10-2018, 18:29 1 044
კომენტარები
შემოგვიერთდით