რატომ აპირებს ხაბიბ ნურმაგომედოვი UFC -ს დატოვებას

image
UFC-ის ჩემპიონმა მსუბუქ წონაში ხაბიბ ნურმაგომედოვმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ორგანიზაციას ულტიმატუმი წაუყენა.

ხაბიბმა განაცხადა, რომ UFC-სთან კონტრაქტს გაწყვეტს, თუ ისინი მის თანამემამულეს, ზუბაირა ტუხუგოვს გაათავისუფლებენ.

"მინდა UFC-ს მივმართო. რატომ არავინ გაათავისუფლეთ, როცა მათი გუნდი ავტობუსს თავს დაესხა და რამდენიმე ადამიანი დააზიანა? მათ იქ ვინმეს მოკვლაც შეეძლოთ. რატომ არავინ ამბობს ჩემი სამშობლოს, რელიგიის, ეროვნების და ოჯახის შეურაცხყოფაზე?

რატომ უნდა დასაჯოთ მხოლოდ ჩემი გუნდი, როცა ორივე გუნდი ჩხუბობდა? თუ იტყვით, რომ ეს მე დავიწყე, მე არ დაგეთანხმებით - მე მათი დაწყებული დავამთავრე.

მაშინ მე დამსაჯეთ, რა შუაშია აქ ზუბაირა ტუხუგოვი? თუ ფიქრობთ, რომ გავჩუმდები, თქვენ ცდებით. თქვენ ზუბაირას ბრძოლა გააუქმეთ და მისი გათავისუფლება მხოლოდ იმიტომ გინდათ, რომ მან კონორს დაარტყა მას შემდეგ, რაც კონორმა პირველმა დაარტყა ჩემს მეორე ძმას. ვიდეოზე ყველაფერი ჩანს.

იცოდეთ, რომ მასთან ერთად მეც დამკარგავთ. ჩვენთან რუსეთში ჩვენიანებს არ ვტოვებთ. ჩემი ძმის გამო ბოლომდე წავალ. თუ მის გათავისუფლებას მაინც გადაწყვეტთ, არ დაგავიწყდეთ, მეც გამომიგზავნოთ გაწყვეტილი კონტრაქტი. სხვა შემთხვევაში მე თავად გავწყვეტ კონტრაქტს", - დაწერა ნურმაგომედოვმა Instagram-ზე.  шаблоны для dle 11.2

12-10-2018, 18:25 1 247
კომენტარები
შემოგვიერთდით