რომელი ორი ქართველი მოხვდა მსოფლიოს ფეხბურთის 60 ტალანტში

image
ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა მსოფლიოს ფეხბურთის 60 ტალანტში ორი ქართველი ფეხბურთელი შეიყვანა.

გამოცემამ 2001 წელს ფეხბურთელების განხილვა მოახდინა და საუკეთესო 60-ში თბილისის "ლოკომოტივის" შემტევი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი და "რუსთავის" ვინგერი ხვიჩა კვარაცხელია შეიყვანა.

"ოთხი გოლის გატანა საზღვარგარეთ შეუმჩნეველი არ რჩება. მით უმეტეს, მაშინ, როცა ეს საერთაშორისო დონეზე და ნახევარმცველის მიერ მოხდა. დავითაშვილმა ეს ზუსტად 17-წლამდელთა 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მაკედონიასთან მატჩში შეძლო და ჯამში 7 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.

ის საერთაშორისო დონის შემტევი ნახევარმცველია, რომელიც 10-ის პოზიციაზე თამაშობს.ტექნიკურად ძალიან კარგია. ყოველთვის მზადაა, მცველებს ეთამაშოს. უყვარს  შორიდან დარტყმა და მოედნის კარგი ხედვა აქვს, რაც საშუალებას აძლევს, ჭკვიანური პასები და სოლო-რეიდები გააკეთოს.

ასაკის მიუხედავად, ის საკმაოდ თავდაჯერებულია და "ლოკომოტივის" სასტარტო შემადგენლობაში რეგულარულად ხვდება. არადა, გუნდის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია.

დავითაშვილით რუსეთის დიდი კლუბები არიან დაინტერესებულნი, მაგრამ თავად განვითარება და თამაში საკუთარ კლუბში სურს", - აღწერს დავითაშვილს საფეხბურთო ექსპერტი არტურ პეტროსიანი.

"საქართველო ცნობილი იყო წარსულში დიადი შემტევი ფეხბურთელებით, მაგრამ კარგა ხანია ასეთი კალიბრის ტალანტები აღარ ჰყოლია.

თუმცა კვარაცხელია ისე გამოიყურება, რომ მომავალი წლების განმავლობაში, დიდი ალბათობით, გულშემატკივრების ფავორიტი გახდება.

ის ტექნიკურია, როგორც სხვა ბევრი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი, მაგრამ სხვა თვისებები მას სხვებისგან გამოარჩევს.

ის თბილისის "დინამოს" აკადემიის აღზრდილია და ფიზიკურად ძლიერია. კარგი ტემპი და აჩქარება აქვს. ასევე, არაპროგნოზირებადია ერთი-ერთზე გასვლის დროს. რაც მნიშვნელოვანია, ის ორივე ფეხს თანაბრად იყენებს.

მას ქვეყანაში წარსულში ცნობილ ფეხბურთელებს არ ადარებენ, თუმცა საზღვარგარეთ თუ გავიხედავთ, თავში ისეთი ფეხბურთელები მოდიან, როგორებიცაა: ჯულიან დრაკსლერი, ჯულიან ბრანდტი და ლეროი სანე.

კვარაცხელიამ, რომლის პროფესიონალური დებიუტი 16 წლის ასაკში შედგა, ევრო 2018 წლის შესარჩევი ეტაპის შესარჩევში 3 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა, რითაც მიუნხენის "ბაიერნის", მოსკოვის "ლოკომოტივის" და სერია A-ს კლუბების ყურადღება მიიპყრო", - აღწერს კვარაცხელიას ასევე საფეხბურთო ექსპერტი არტურ პეტროსიანი.  
шаблоны для dle 11.2

12-10-2018, 18:22 813
კომენტარები
შემოგვიერთდით