რატომ დააკავეს რუსეთის ნაკრების ფეხბურთელები

image
რუსეთის ნაკრების ფეხბურთელები, კრასნოდარის ნახევარმცველი პაველ მამაევი და სანქტ-პეტერბურგის ზენიტის თავდამსხმელი ალექსანდერ კოკორინიდაპატიმრებულები არიან.

რუსული მედია-საშუალებების ინფორმაციით, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ორივე სპორტსმენი აიყვანეს და დროებითი დაკავების იზოლატორში 48 საათით მოათავსეს.

მოგეხსენებათ, ორი დღის წინ, 8 ოქტომბერს, რუსეთის ეროვნული გუნდის წევრები მოსკოვის ერთ-ერთი კაფედან ნასვამ მდგომარეობაში მყოფები გამოვიდნენ და მათ მეგობრებთან ერთად ორი ინციდენტი შეემთხვათ.

კოკორინი და მამაევი ჯერ დედაქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზე განთავსებული კაფედან გამოსვლისას რუს მაღალჩინოსან დენის პაკს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ხოლო რამდენიმე საათში კაფეში დაბრუნდნენ და ვიდეო-კამერების ჩანაწერი მოითხოვეს, რის სანაცვლოდაც მსუყე თანხის გადახდასაც აპირებდნენ, თუმცა მასალა უკვე რუსული პირველი არხის ჟურნალისტის ოლგა უშაკოვას პირადი მძღოლის ხელთ იყო, უარის მიღების შემდეგ, ფეხბურთელებმა არც ის დაინდეს და სასტიკად სცემეს, რის შემდეგაც მძღოლი კლინიკაში თავის ტვინის მძიმე დაზიანებით მოათავსეს.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, პროკურატურა საჭირო მასალებს აგროვებს და წინასწარი პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, სასამართლო პროცესი შედგება, რომელზეც ფეხბურთელები განაჩენს მოისმენენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ კრასნოდარი მამაევთან სამუშაო ხელშეკრულების გაწყვეტას გეგმავს. ამასთან, მომხდარის შემდეგ ფეხბურთელის მეუღლემ მასთან განქორწინება გადაწყვიტა.  
шаблоны для dle 11.2

11-10-2018, 18:32 591
კომენტარები
შემოგვიერთდით