ლოვრენი: ერთა ლიგა ყველაზე სასაცილო და უაზრო ტურნირია

image
ლივერპულისა და ხორვატიის ეროვნული გუნდის ცენტრალურმა მცველმა დეიან ლოვრენმა სანაკრებო პაუზისას უეფას ერთა ლიგის შესახებ ისაუბრა. 29 წლის ფეხბურთელი მერსისაიდელთა მთავარი მწვრთნელის იურგენ კლოპის მოსაზრებას იზიარებს და ამბობს, რომ აღნიშნული ტურნირი სასაცილო და უაზროა.

„მე კლოპს ვეთანხმები, ერთა ლიგა სასაცილო ტურნირია. აქ თამაშს აზრი არ აქვს. ეს არ მიეკუთვნება იმ ტიპის ტურნირებს, რომელზეც გუნდებს შორის რეალური კონკურენციაა და მათ გამარჯვება მოეთხოვებათ.

შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა ამ ტურნირზე, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ამხანაგურ შეხვედრებს უფრო ჰგავს“.-ამბობს ხორვატი ფეხბურთელი.
რამდენიმე დღის წინ, გერმანელმა სპეციალისტმა ერთა ლიგის შესახებ განაცხადა: „ახლა ფეხბურთელები მიდიან კლუბებიდან და ერთა ლიგაში ერთვებიან, რომელიც მსოფლიოში ყველაზე უაზრო ტურნირია.

ფეხბურთელებზე უნდა ვიზრუნოთ. პირადად მე, წნეხის ქვეშ ვარ, რადგან არ შემიძლია, რომელიმე ნაკრების მწვრთნელს დავუკავშირდე და ვუთხრა, რომ არ მსურს ჩემი ფეხბურთელის მასთან გაშვება“.

ზლატკო დალიჩის გავწრთნილ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს ერთა ლიგის A დივიზიონის მეოთხე ჯგუფში უქულოდ ბოლო ადგილი უკავია და მესამე ტურში ინგლისის ნაკრებს უმასპინძლებს.  
шаблоны для dle 11.2

11-10-2018, 18:27 19
კომენტარები
შემოგვიერთდით